უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" 22 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, დიდი ალბათობით, უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს და ევროპაში გადაბარგდება.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ზივზივაძის შეძენით, რომელსაც ამ წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტრანსფერი აზერბაიჯანულ "გაბალაში" ჩაეშალა, უკრაინული და პოლონური გუნდები არიან დაინტერესებულნი.

შევიტყვეთ ისიც, რომ ფორვარდის შეძენა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნისაც სურს, მაგრამ ფეხბურთელი თბილისურ კლუბში გადასვლას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ აბუქებთ არაფერი ისეთი ფეხბურთელი არ არი. რაც მაგან გაი0ტანა 2 წლის ბავშვიც გაიტანდა.. 3 გოლს თუ არ ჩავთვლით.. კარგი თავდასხმელი თავის თავზე უნდა უგებდეს და 2=3 კაცს უნდა ატყუებდეს და გაქონდეს. რაც ბუდუს არ შეუძლია და ვერც ვშორიდან ვერ გააქვს. უბრალოდ დამატებაზე და ცარიელ კარში გააქვს. ასე ნუ ბუქავთ. იგბალაა პროსტოო
0
თავის დაღუპვა თუ უნდა, წავიდეს სადაც უნდა,არაა პრობელმა :)
თუ კაცი თვლის რომ 14 თვეა რაც თავის კარიერაში ფეხბურთის თამაშის უფლება მისცეს და ის "გადაიზარდა" ასე უცბად საქართველოს ჩემპიონატისათვის, გზა დაგვილოცნია და წარმატებას ვუსურვებთ.
უამრავი უცხოელი კარგი ფორვარდი მოინდომებს სამტრედიაში თამაშს
(თუნდაც იჯარით) ერთწლიანი კონტრაქტით,რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე ექნება სათამაშები (იმედია სამტრედია ჩემპიონი გახდება) ხოლო საადაპტაციო 14 -15 თამაში კლუბში ჩატარებული ექნება,ასე რომ დიდი არაფერი დანაკარგია არც ბუდუ და ვინც არ უნდა იყოს კლუბისათვის იდეაში, შეუძლიათ ჩემპიონის მანტიით მთელმა კლუბმა გაიქცეს.
ბევრი გვინახავს ასე ნაადრევად თვითნებურად ბუდიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა არწივები, ტყუილად რომ პერსპექტიული ფრთები დაიმტვრიეს და 35-36 წლამდე მეორე და პირველი ლიგის კლუბებში ადგილი საძებნი უხდებოდათ.

აქ მთავარი მოტივი ალბათ ფინანსებია და ამიტომაც წავა ის კლუბიდან სადაც გინდა, თუკი თუნდაც 2 ჯერ მეტ ხელფასს მისცემს ვინმე,კლუბს კი მეტი ფული არა აქვს. ახალი წლიდან ხომ უმაღლესი ლიგის კლუბები მხოლოდ ერთ მილიონ ლარს მიიღებენ, ეს ამ წელს იყო რომ მათ 1,4 მილიონები დაურიგეს.
სამტრედიის მმართველ-მფლობელი კერძო უფულო სტრუქტურა კი არაფრის გახარჯვას არ აპირებს საკუთარი ჯიბიდან.
ინვესტორს თუ არ მოიყვანენ, მომავალ წელს სამტრედია დაამთავრებს ლიგაში დარჩენის ბრძოლის რეჟიმში. ამიტომაც უნდა მოსცილდნენ კლუბები ბიუჯეტს, უფულო პირები, ჰკითხეთ ერთი ომანაძეს, რამდენი საკუთარი ფული დახარჯა მისმა სტრუქტურამ კლუბისათვის? იქნებ ჩვენ არ ვიცით და გამოაქვეყნონ საჯაროდ ხარჯთაღრიცხვა კლუბის.
Jango
13:02 02-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული