დაუსვი კითხვა ბუდუ ზივზივაძეს და მოიგე "სამტრედიის" მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძეა.

ზივზივაძე მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და თავისი საკლუბო მაისურით დაასაჩუქრებს. კითხვების მიღება 5 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. 22 წლის ფორვარდი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ბუდუ ზივზივაძეს.
ასევე დაგაინტერესებთ