გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დედაქალაქური გუნდის ღირსებას გიორგი ბეგაშვილი, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი და საბა თავაძე დაიცავენ. ამათ გარდა, კლუბთან კონტრაქტი აკადემიის აღზრდილმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაახანგრძლივა.

25 წლის მეკარე ბეგაშვილი, რომელიც თბილისელთა საკუთრებაა, ამ წლის ივლისში გორის "დილაში" იჯარის წესით გადავიდა. 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბა­ქარ ქარ­და­ვა ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ცხინ­ვა­ლის" ერთ-ერ­თი ლი­დე­რი იყო. მისი საფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა "სას­კო­ში" და­იწყო. ამის შემ­დეგ ის "გაგ­რა­ში" თა­მა­შობ­და, მე­რე კი "ცხინ­ვალს" მი­ა­შუ­რა, სა­დაც გუნ­დის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

22 წლის გია
ჩადუნელი ამპლუით ცენტრალური მცველია. თბილისურ კლუბში ის ლანჩხუთის "გურიიდან" გადადის, მანამდე კი ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება საბა თავაძეს, ის ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია, აქამდე "შევარდენი 1906"-ში თამაშობდა და გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჯარიმა იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რამდენჯერ დავრჩით მოტყუებული დინამოს შეფებიდან. ახლა თურმე როგორც ჯანგო იძახის 2-3 წელი უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ როდის გაიზრდებიან ეს ბიჭები. მერე როცა გახდებიან 300 ათასად ღირებული ფეხბურთელები გაყიდიან მდარე გუნდებში და ასე დამთავრდება ეს ისტორია. ასე რომ მერე ჭყლოპინი ჯანგო გვიანი იქნება. საკმარისი ვითმინეთ ხალხმა. დინამოსგან ველოდებით პირველ რიგში გამარჯვებებს ის სახეა საქართველოსი.
gode
25 დეკემბერი 2016 13:29
0
ჯანგო:სად უნდა გაზარდო ახალგაზრდები?საინტერესოა შენი აზრიი?გახსოვს ძველი დინამოო?არვიცი რამდენი წლის ხარ მაგრამ მაინც.მაშინდელი დინამო სწორეთ ახალგაზრდა ქართველებით მივიდა იქამდე და ბევრი წარმატებებიც ქონდა,იმიტომ რომ გუნდს ყოველთვის ყავდა ძირითადის ბირთვი შენარჩუნებული და არ დაგავიწყდეს ისინი იზრდებოდნენ დინამო კიევთან სპარტაკთან და ასე შემდეგ....ასე რომ სანამ ძლიერი ჩემპი არიქნება აქ აზრი არააქვს მხიოლოდ ახალგაზრდების ყოლას და ამ გულშემატკივრების პროტესტიც სამართლიანიაა....
რაც შეიძლება სწრაფად...
24 დეკემბერი 2016 21:25
0
ვულოცავ თბილისის დინამოს ასეთი კარგი ახალგაზრდა,ნიჭიერი ფეხბურთელის აყვანას.
ბაქარი ქარდავას სახით. გისურვებთ წარმატებებს!
დინამოს ქომაგი
რამინი
24 დეკემბერი 2016 19:53
0
ყელამდე ქაქშია ქართული ფეხბურთი,თუ საერთო შემორჩა კიდე რაიმე ფეხბურთთან!
levani
24 დეკემბერი 2016 19:36
0
გოდე

2017-ში ევროპა თავისუფალია თქვენგან და თქვენ მისგან
ის რომ 2018-ში მოგიწევთ იქ ასპარეზობა,ეს ზალიან საეჭვოა.
მაგრამ თუკი ამ ახალგაზრდებს არ ენდვე და ისე არ გამოზარდე როგორც ცეცაძემ გამოზარდა ნაგავსაყრელზე გადაყრილი ტალანტები, სხვანაირად მუდამ ამ დღეში იქნებით.ასე რომ, გზა მიეცით ახალგზარდებს და ნუ ჭყლოპინებთ აქ უსაქმურობისაგან. უახლოესი 2-3 წელი ეს იქნება დინამოსა და ტორპედოს დროებითი ჩაქვეითება-გადახალისების წლები, სხვანაიარდ ვერ გამოვა.
დიდი ოთხეული იქნება სამტრედია, დინამო ბათუმი, ჩიხურა და დილა,ალბათ მეხუთედ კიდევ ივარგებს ტორპედო.
Jango
24 დეკემბერი 2016 16:36
0
ამათით გვინდა ევროპაში თამაშიიიი? გვეღადავებით?
გოდე
24 დეკემბერი 2016 15:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული