გიორგი ბეგაშვილი და კიდევ სამი - თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დედაქალაქური გუნდის ღირსებას გიორგი ბეგაშვილი, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი და საბა თავაძე დაიცავენ. ამათ გარდა, კლუბთან კონტრაქტი აკადემიის აღზრდილმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაახანგრძლივა.

25 წლის მეკარე ბეგაშვილი, რომელიც თბილისელთა საკუთრებაა, ამ წლის ივლისში გორის "დილაში" იჯარის წესით გადავიდა. 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბა­ქარ ქარ­და­ვა ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ცხინ­ვა­ლის" ერთ-ერ­თი ლი­დე­რი იყო. მისი საფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა "სას­კო­ში" და­იწყო. ამის შემ­დეგ ის "გაგ­რა­ში" თა­მა­შობ­და, მე­რე კი "ცხინ­ვალს" მი­ა­შუ­რა, სა­დაც გუნ­დის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

22 წლის გია
ჩადუნელი ამპლუით ცენტრალური მცველია. თბილისურ კლუბში ის ლანჩხუთის "გურიიდან" გადადის, მანამდე კი ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება საბა თავაძეს, ის ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია, აქამდე "შევარდენი 1906"-ში თამაშობდა და გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჯარიმა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ