ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

იორდანიამ საქართველოსთან 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
იორდანიის ნაკრებმა საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში მოგებით წარუმატებელი სერია დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 25 იანვარს, დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩი იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

- საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა

აღსანიშნავია, რომ იორდანიას დღევანდელ დღემდე ზედიზედ 9 მატჩში არ ჰქონდა მოგებული. ბოლოს ჩვენმა მეტოქეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუგეს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის უკვე ზედიზედ 6 მატჩია ვერ იგებს. ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს ესპანეთის ნაკრები დაამარცხა (1:0) და ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში ეს ერთადერთი გამარჯვებაა.
ასევე დაგაინტერესებთ