ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა

AutoSharing Option
სატრანსფერო სეზონის დახურვამდე ერთი ისეთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩა - ეროვნული ლიგის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გადაწყდა, რომ ფოთის "კოლხეთი 1913" ნიკა შერმადინს დაიმატებდა.

ვასილ მაისურაძის დროინდელი ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე თითქოს "ბორჯომში" უნდა გადასულიყო, მაგრამ "კოლხეთის" სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას თქმით, შერმადინს კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა და ფოთელთა წინადადებას დათანხმდა.

შევიტყვეთ ისიც, რომ გუნდი დატოვა პაპუნა მოსემღვდლიშვილმა, რომელმაც მოსამზადებელი შეკრება კოლხებთან ერთად გაიარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"