საქართველოს ნაკრებს მოლდოვაში 30 ქომაგი უგულშემატკივრებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოლდოვაში დღეს 30 "ქართული სპორტის ქომაგი" უგულშემატკივრებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად "ქომაგები" ავრცელებენ.

- მოლდოვა VS საქართველო - პირველი სამი ქულისთვის!..

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მატჩს სტუმრად კიშინიოვში, მასპინძელ მოლდოვის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

"30 ქომაგი, მოლდოვაში გასაფრენად ვემზადებით. დიახ, ჩვენ, ქომაგებმა, ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით შევძელით და ძალიან ახლოს ვართ ოცნებასთან, რომელიც 11 ივნისს ასრულდება. ოცნებასთან,
რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ასე მიიწევდა. დიახ, ჩვენ წავალთ და სამშობლოს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენთ, ხმების დაწყვეტამდე ვუქომაგებთ ჩვენ ბიჭებს, გავაკვირვებთ მასპინძლებს ჩვენი მონდომებით, ავაფრიალებთ ქართულ დროშებს ყველაზე მაღლა და თუ საჭირო იქნა, წაქცეულ მოლდოველს წამოვაყენებთ, მოვიკითხავთ და საქართველოშიც დავპატიჟებთ", - წერენ "ქომაგები".
მკითხველის კომენტარები / 2 /
9-ჯერ თუ ხარ ნამყოფი, ქალაქის სახელი კარგად ვერ დაიმახსოვრე?
თომა
18:17 11-06-2017
0
ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით შევძელითო. რად უნდა მაგას ფედერაცია კიშინობში 9 ჯერ ვარ ნამყოფი
უჯჯი
14:46 11-06-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული