ეს ინფორმაცია "ტერეკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა და სხვა რუსულმა საიტებმაც გაავრცელეს. ცნობისათვის, გვაზავა აქამდე არასდროს ყოფილა გამოძახებული საქართველოს ნაკრებში. არა და, ლევანს ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ახალგაზრდულში თამაშის შემდეგ, ეროვნულის
საქართველოში ლევან გვაზავა მხოლოდ ორ კლუბში თამაშობდა - მშობლიურ ხობის "კოლხეთში" (1996-99) და ბათუმის "დინამოში" (2005-06). "ტერეკის" ნახევარმცველს გროზნომდე 4 უცხოურ კლუბში აქვს ნათამაშები - კიშინიოვის "ზიმბრუში" (2000-03), ვლადიკავკაზის "ალანიაში" (2004-05), ნალჩიკის "სპარტაკში" (2006-07), ვლადივოსტოკის "ლუჩში" (2007-08). საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ლევან გვაზავას 9 მატჩში 2 გიოლი აქვს გატანილი. ავტორიტეტულ ვებგვერდ ტრანსფერმარკტ.დე-ს მიერ გვაზავა 500 ათას ევროდ არის შეფასებული.
ლევანი 180 სმ სიმაღლისაა და რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, "ტერეკის" რიგებში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. ლევან გვაზავას და სხვა ფეხბურთელთა დარად, მოლდოვასთან გასვლითი ამხანგური მატჩისთვის ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძეც არის გამოძახებული. სამწუხაროდ, შაბათს, "ზენიტთან" სანკტ პეტერბურგში გამართული შეხვედრის პირველივე წუთებზე ზენიტელ ტომაშ გუბოჩანოსთან ორთაბრძოლაში სალუქვაძე დაშავდა.
სამწუხაროდ, ლაშას ექიმის ჩარევამაც ვერ უშველა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. რუსულ ვებგვერდ სპორტსდაილყ.რუ-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ლაშა სალუქვაძის იძულებითი პაუზა 3 კვირას გასტანს. შესაბამისად, 11 აგვისტოს მატჩისთვის სალუქვაძე უკვე გამოაკლდა ნაკრებს. იმედია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო, 3 სექტემბრის, საბერძნეთთან გასვლით მატჩამდე ლაშა სალუქვაძე მწყობრში იქნება.
თემურ ქეცბაია სამშობლოში ზეგ, 4 აგვისტოს დაბრუნდება. ჩვენი ნაკრები 9 აგვისტოს დილით გაემგზავრება კიშინიოვში და 11 აგვისტოს თამაშისთვის მოლდოვაში მოემზადება. შეგახენებთ, რომ 10-11 აგვისტოს მოლდოვური ფეხბურთის 100-წლოვანი იუბილე აღინიშნება და კიშინიოვში ჩვენი ორი გუნდი ითამაშებს. ეროვნული ნაკრებების მატჩამდე, 10 აგვისტოდ ჩვენი სხვადასხვა თაობის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები მოლდოვას ვეტერანთა კრებულთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.