ქეცბაიას 17 სამოლდოვე

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს მოლდოვასთან გასვლით ამხანაგურ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ეს დასკვნითი ამხანაგური შეხვედრაა. ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ გენერალური რეპეტიციისთვის ნაკრებში 18 ფეხბურთელი გამოიძახა. თუმცა სიას ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძე გამოაკლდა. ის გასულ შაბათს სანკტ-პეტერბურგში, "ზენიტთან" მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და ახლა 3-კვირიანი პაუზის აღება მოუწევს. მოდით, გადავხედოთ ქეცბაიას რჩეულთ:

მეკარეები - ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო);
მცველები - კახა კალაძე (მილანი, იტალია), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი, ინგლისი), ალექსანდრე
ამისულაშვილი
(ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია (ანჟი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა);
ნახევარმცველები - ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ლევან გვაზავა (ტერეკი, რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი);
თავდამსხმელები - ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).

შესაძლოა, ნაკრების თავკაცმა ტრავმირებული სალუქვაძის ნაცვლად შემადგენლობას ერთი ფეხბურთელი დაამატოს. ეს საკითხი ამ დღეებში გაირკვევა.

როგორც ხედავთ, სანაკრებო სიაში ერთადერთი დებიუტანია - გროზნოს "ტერეკის" ნახევარმცველი ლევან გვაზავა. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლევანი მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობას იბრუნებს. ამ დღეებში გვაზავა თბილისში ჩამოვა და ქართულ პასპორტს აიღებს.
როგორც ხედავთ, სანაკრებო სიაში ამჯერადაც არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად არ ყოფილან ეროვნულ გუნდში. ისევე, როგორც ესტონეთთან მატჩისთვის, ქეცბაიამ ამჯერადაც უხმო დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველ უჩა ლობჟანიძეს. კამერუნთან მატჩისთვისაც იყვნენ ნაკრებში გამოძახებული "ზესტაფონის" ფეხბურთელები - შემტევი ნახევარმცველი თორნიკე აფციაური და თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი.

ჩვენი ნაკრები მოლდოვაში ორშაბათს, 9 აგვისტოს, 14 საათზე ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. 11 აგვისტოს მოლდოვა-საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 20 საათზე, კიშინიოვის "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული