ოცეულის ჩეხური რეპეტიცია

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მეტოქე ლატვიაც გენერალური რეპეტიციისთვის ემზადება. ლატვიელები 11 აგვისტოს ჩეხეთს ლიბერეცში გაეჯიბრებიან. ჩეხებთან მატჩისთვი ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრს სტარკოვსმა ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა. სტარკოვსის ოცეული ასეთია:

მეკარეები - ანდრის ვანინსი (სიონი, შვეიცარია) ალექსანდრს კოლინკო (ვენტსპილსი);
მცველები - დენის ივანოვსი (სივასფორი, თურქეთი), კასპარს გორკსი (ქუნ პარქს რეინჯერსი, ინგლისი), ოსკარს კლავა, პაველს მიხაიდუკსი (ორივე მეტალურგსი) რიტუს კრიაუკლისი (ვენტსპილსი), ვიტალიუს სმირნოვსი, ალექსანდრის ფერტოვსი (ორივე სკონტო);
ნახევარმცველები - იურის ლაიზანსი (საიუტი, რუსეთი), ანდრეის რუბინსი (ყრაბახი, აზერბაიჯანი),
ალექსანდრს კაუნა (სკონტო), იურის ჟიგაიევსი (ვენტსპილსი), გენადის სოლონიცინსი, მაკსიმს რაფალსკისი (ორივე მეტალურგსი), არტის ლაძინსი (ეგავა);
თავდამსხმელები - მარის ვერპაკოვსკისი (ერგოტელისი, საბერძნეთი), გირტს კარლსონსი (ინტერი, აზერბაიჯანი), კრისტაპს გრებისი (მეტალურგსი), ანდრეის პერეპლოტკინსი (სკონტო).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული