როგორ დახვდება კარაისკაკისი ქეცბაიას?

AutoSharing Option
საბერძნეთისთვის კვიპროსზე მოვემზადებით

ორ კვირაზე ცოტა მეტი და ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს სტუმრად ვეთამაშებით, 7 სექტემბერს კი ისრაელის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ამ მატჩებისადმი ინტერესი დიდია და გარკვეული ცნობები უნდა მოგაწოდოთ.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, საბერძნეთთან მატჩისთვის გუნდის მომზადება კვიპროსზე გადაწყვიტა. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მისი ინფორმაციით, ეროვნული გუნდი 30 აგვისტოს კუნძულზე ჩაფრინდება და ნიქოზიაში, იმ ტექნიკურ ცენტრში მოემზადება,
სადაც კვიპროსის მთავარ ნაკრებს არაერთხელ ჩაუტარებია მოსამზადებელი შეკრება. 30 და 31 აგვისტოს, ასევე 1 სექტემბერს, ჩვენი ეროვნული ნიქოზიაში, სანაკრებო ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. ქეცბაიას გუნდი 2 სექტემბერს დილით კუნძულიდან ათენში ჩაფრინდება. 3 სექტემბერს კი საბერძნეთ-საქართველოს მატჩი, პირეოსში, თემურ ქეცბაიას ყოფილი კლუბის, "ოლიმპიაკოსის" მშობლიურ არენაზე, "გეორგიოს კარაისკაკისზე" გაიმართება.

თამაში ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს ესპანელი მსაჯები მოემსახურებიან. მატჩის არბიტრი კარლოს კლოს გომესი იქნება. მატჩის მომდევნო დღეს, 4 სექტემბერს, ჩვენი ნაკრები საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და ისრაელის ეროვნულ გუნდთან თამაშისთვის თბილისში გააგრძელებს მზადებას. ისრაელის ნაკრები 5 სექტემბერს გვეწვევა და ფრანგი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი იმავე საღამოს უკვე ჩვენთან ავარჯიშებს ისრაელის ნაკრებს. საბერძნეთისა და ისრაელის ნაკრებებთან მატჩებისთვის, ეროვნულში გამოძახებულთა შემადგენლობას, თემურ ქეცბაია მაქსიმუმ, მომდევნო კვირაში დაასახელებს.

ახალგაზრდულის ნაკრები გეგმებსაც გაგაცნობთ. ერევანში, სომხეთის 21-წლამდელთა ძლევის შემდეგ, ოთარ გაბელიას გუნდი ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჩვენს ახალგაზრდულს 4 სექტემბერს კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის, თურქეთი 21-წლამდელებთან სტუმრად. ეს შეხვედრა საქარიაში, ათათურქის სახელობის სტადიონზე, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ტემურ დაანგრიეტ ბერზნები! მაგარი ხარ,სჰენი იმედი გვაქვს!
sisi
21:31 19-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული