ამოიწურა თუ არა კონფლიქტი და როდის დაუბრუნდება ნაკრებს გოგუა? გთავაზობთ ინტერვიუს გოგიტა გოგუასთან.
- შენსა და თემურ ქეცბაიას შორის მომხდარ კონფლიქტზე კომენტარის გაკეთება არც ერთმა ისურვვეთ. არადა, გულშემატკივარს სურს, იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში. ქეცბაიას თქმით, შენ ყველა მწვრთნელთან გქონდა კონფლიქტი.
- მე თუ
- მაინც, რა მოხდა შენსა და ქეცბაიას შორის?
- მე ერთს ვიტყვი - საქართველოს ნაკრებისთვის თავს არ დავზოგავ! ქართველი გულშემატკივრების გვერდში დგომას ვგრძნობ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.
- სწორედ გულშემატკივარს სურდა, რომ თქვენ ურთიერთობა მოგეგვარებინათ, რადგან საქართველოს ნაკრებს გოგუასნაირი ფეხბურთელები დასაკარგი არ ჰყავს. იმ ინციდენტის შემდეგ გქონდა ქეცბაიასთან კონტაქტი?
- ყველაფერის მოგვარება შეიძლება და მეც, ალბათ, მალე ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში.
- ეს სიურპრიზია, ანუ ისაუბრეთ შენ და ქეცბაიამ?
- მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ერთს ვიტყვი, მე საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მუდამ მზად ვარ!
- მოვლენების გასწრება არც მიფიქრია, უბრალოდ, შენმა პასუხმა მაფიქრებინა, რომ ისაუბრეთ. კულუარებში ლაპარაკობდნენ, რომ შენ ერთი კონკრეტული ვარჯიშის შესრულებაზე უარი განაცხადე, რასაც ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
- არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ხომ გითხარით, ყველაფრის მოგვარება შეიძლება და მოგვარდება კიდეც. არა მგონია, ჩემზე მეტად უნდოდეს ვინმეს ნაკრებში თამაში.
- "ვოლგაზეც" გკითხავ: გუნდის სატრანსფერო ფასებს გადავხედე და სამი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან ორი ქართველია - შენ და ლაშა სალუქვაძე, არადა, ორივე გუნდიდან ისე მოგკვეთეს, მიზეზებზე ღიად არფერი თქმულა. თანაც, რუსულ პრესაში არაერთხელ დაიწერა გარიგებულ თამაშებში "ვოლგას" მონაწილეობაზე.
- მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მეორე გუნდში მეთამაშა. ასე რომ, ეს კითხვა მას ეკუთვნის. მალე გადაწყდება, დავრჩები თუ არა "ვოლგაში". ჩაყწობილი თამაშებზე კი რა გითხრათ, სისულელე მგონია.
- თბილისის "დინამოში" ხომ არ გიხილავთ?
- მოვლენებს ნურც ამ შემთხვევაში გავუსწრებთ, ამასაც მომავალი გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"