გოგიტა გოგუა: ნაკრებში ისევ ვითამაშებ

AutoSharing Option
გოგიტა გოგუას და თემურ ქეცბაიას შორის გაუგებრობა მარტში, ხორვატიასთან მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა, რის შემდეგაც ნაკრების თავკაცმა შეკრებიდან დაითხოვა 27 წლის ფეხბურთელი და გუნდი ისრაელში მის გარეშე გაემგზავრა. რეალურ მიზეზებზე არც მწვრთნელსა და არც ფეხბურთელს არაფერი უთქვამთ.

ამოიწურა თუ არა კონფლიქტი და როდის დაუბრუნდება ნაკრებს გოგუა? გთავაზობთ ინტერვიუს გოგიტა გოგუასთან.

- შენსა და თემურ ქეცბაიას შორის მომხდარ კონფლიქტზე კომენტარის გაკეთება არც ერთმა ისურვვეთ. არადა, გულშემატკივარს სურს, იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში. ქეცბაიას თქმით, შენ ყველა მწვრთნელთან გქონდა კონფლიქტი.
- მე თუ
ვინმესთან მქონია კონფლიქტი, ყველასთან მომიგვარებია და არც ერთი ყოფილა უმიზეზო. რაც შეეხება იმას, რომ ყველა მწვრთნელთან უთანხმოება მქონდა, ეს, უბრალოდ, აბსურდია.

- მაინც, რა მოხდა შენსა და ქეცბაიას შორის?
- მე ერთს ვიტყვი - საქართველოს ნაკრებისთვის თავს არ დავზოგავ! ქართველი გულშემატკივრების გვერდში დგომას ვგრძნობ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

- სწორედ გულშემატკივარს სურდა, რომ თქვენ ურთიერთობა მოგეგვარებინათ, რადგან საქართველოს ნაკრებს გოგუასნაირი ფეხბურთელები დასაკარგი არ ჰყავს. იმ ინციდენტის შემდეგ გქონდა ქეცბაიასთან კონტაქტი?
- ყველაფერის მოგვარება შეიძლება და მეც, ალბათ, მალე ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში.

- ეს სიურპრიზია, ანუ ისაუბრეთ შენ და ქეცბაიამ?
- მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ერთს ვიტყვი, მე საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მუდამ მზად ვარ!

- მოვლენების გასწრება არც მიფიქრია, უბრალოდ, შენმა პასუხმა მაფიქრებინა, რომ ისაუბრეთ. კულუარებში ლაპარაკობდნენ, რომ შენ ერთი კონკრეტული ვარჯიშის შესრულებაზე უარი განაცხადე, რასაც ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
- არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ხომ გითხარით, ყველაფრის მოგვარება შეიძლება და მოგვარდება კიდეც. არა მგონია, ჩემზე მეტად უნდოდეს ვინმეს ნაკრებში თამაში.

- "ვოლგაზეც" გკითხავ: გუნდის სატრანსფერო ფასებს გადავხედე და სამი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან ორი ქართველია - შენ და ლაშა სალუქვაძე, არადა, ორივე გუნდიდან ისე მოგკვეთეს, მიზეზებზე ღიად არფერი თქმულა. თანაც, რუსულ პრესაში არაერთხელ დაიწერა გარიგებულ თამაშებში "ვოლგას" მონაწილეობაზე.
- მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მეორე გუნდში მეთამაშა. ასე რომ, ეს კითხვა მას ეკუთვნის. მალე გადაწყდება, დავრჩები თუ არა "ვოლგაში". ჩაყწობილი თამაშებზე კი რა გითხრათ, სისულელე მგონია.

- თბილისის "დინამოში" ხომ არ გიხილავთ?
- მოვლენებს ნურც ამ შემთხვევაში გავუსწრებთ, ამასაც მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგიტა გვჭირდება, არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები!
Tornike
15:57 31-10-2011
0
გულშემატკივრებს მინდა გკითხოთ თქვენი აზრი უახლოესი მომავლის ნაკრების შესახებ (1-2 წლის შემდეგ, ანუ უკვე 2014-ის შესარჩევში) - რას ფიქრობთ ასეთ შემადგენლობაზე - ჭანტურია, ყენია, ანანიძე, მჭედლიძე, ბარაბაძე, გრიგალაშვილი, თარგამაძე, გურული, ოქრიაშვილი, გოგუა, ასათიანი, ხიზანიშვილი, კალაძე და კობიაშვილი. დაახლოებით ასაკის მიხედვით არიან ჩამოთვლილები. მგონი არის შანსი საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდეს უახლოეს მომავალში. რას იტყვით, რა შენიშვნები გექნებათ? შეიძკლება გამომრჩა ვინმე, ვის დაამატებდით?
Tornike
16:02 31-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული