ათიოდე დღეც და საბერძნეთთან გასვლითი მატჩით საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. თამაში ჩვენი დროით 22:45 საათისთვისაა დანიშნული.
ბერძენთა მთავარ მწვრთნელ ფერნანდო სანტუშს ნაკრების შემადგენლობა სრულად ჯერ დაუსახელებია (26 აგვისტოს დაასახელებს). მან მხოლოდ იმ 9 ლეგიონერის სია გამოამზეურა, რომელთაც სხვებთან ერთად შესარჩევი ციკლის პირველი ორი მატჩისთვის მოამზადებს. სანტუშის მიერ შერჩეულ ლეგიონერთა სიაში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:
მცველები - ვანგელის მორასი (ბოლონია, იტალია), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი, იტალია), გეორგიოს ცაველასი (აინტრახტი ფრანკფურტი, გერმანია);
ნახევარმცველები - პანაიოტის
თავდამსხმელები - ანგელოს ხარისტეასი (არლ-ავინიონი, საფრანგეთი), თეოფანის გეკასი (აინტრახტი ფრანკფურტი, გერმანია), პანტელის კაპეტანოსი (სტიაუა, რუმინეთი), გეორგიოს სამარასი (სელტიკი, შოტლანდია).
ამ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ერთი დებიუტანტია - იტალიური "ბრეშას" ნახევარმცველი პანაიოტის კონე. ცნობისთვის, 23 წლის ნახევარმცველს ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ეროვნულ ნაკრებში პირველად გამომიძახეს და კარგად მესმის, რომ ეს ჩემთვის ჩინებულია შანსია ქვეყნის მთავარ გუნდში დასამკვიდრებლად. ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოსა და ხორვატიასთან მატჩებში კარგად ვითამაშო და სანაკრებო კარიერის დასაწყებად ეს შესაძლებლობა გამოვიყენო", - უთხრა კონემ ბერძნულ პრესას.
"საკვალიფიკაციო ეტაპს ორი რთული მატჩით ვიწყებთ და გრძელი სათადარიგოთა სკამი გვჭირდება. ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და სწორედ ამიტომ, ნაკრების თავკაცი ფერნანდო სანტუში ამ თამაშებისთვის ბევრ ფეხბურთელს გამოიძახებს. ძალიან გვინდა, შესარჩევი წარმატებით დავიწყოთ. ლეგიონერთა ვინაობა ასე ადრე იმიტომ გამოვაცხადეთ, რომ ისინი თავიანთ კლუბებში სათანადოდ მოემზადონ", - აღნიშნა ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა ტაკის ფისასმა.
დაბოლოს, საქართველოსთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის საბერძნეთის ნაკრების თავკაცი ფერნანდო სანტოში ნაკრებში გამოძახებულთა სრულ შემადგენლობას ხუთშაბათს, 26 აგვისტოს დაასახელებს.