ჩვენ შესარჩევ ჯგუფში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, საქართველოს ნაკრებს სამივე დარჩენილი მატჩის მოგება ხომ ესაჭიროებოდა, ამას გარდა, მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენთვის "სასურველი" ანგარიშ(ებ)ი უნდა დაფიქსირებულიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: ვიდრე, საქართველო-ლატვიის მატჩი დაიწყებოდა, უკვე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთმა სტუმრად ისრაელს აჯობა (არადა, ჩვენ ფრე გვაწყობდა) და თუნდაც პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსიც დავკარგეთ.
რა თქმა უნდა, ძნელია ასეთი არასასიამოვნო ინფორმაციის მიღების შემდეგ სათანადოდ განეწყო ისეთი შეხვედრისათვის, უკვე აღარანაირი სატურნირო მნიშვნელობა რომ აღარ აქვს; თუმცა, მიხეილ მესხის სახელობის
სამწუხაროდ, ლატვიას ვერც ამჯერად ვაჯობეთ, ზედიზედ მეოთხე მატჩიც წავაგეთ (თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველი საშინაო მარცხი) და უკვე იმ საშიშროების წინაშეც დავდექით, ჯგუფში... ბოლოსწინა ადგილი დაგვეკავებინა.
ისე, ლატვიელებთან მართლაც უცნაური მატჩი იყო: საწყის ნახევარ საათში უფრო მეტი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან, ვიდრე საერთოდ, მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში! თუმცა, რად გინდა - სახიფათო მომენტის შექმნას "შესაბამისი" დაბოლოებაც უნდა, ამ კომპონენტში კი, სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები კვლავაც მოიკოჭლებდნენ.
ჯანო ანანიძის მშვენიერი რეიდი, ოთარ მარცვალაძის მიერ ძელს გარტყმული ბურთი, გურამ კაშიას სახიფათო თავური დარტყმა, დავით თარგამაძის მშვენიერი მომენტი (ბურთი კვლავაც ძელს მოხვდა), - ეს ყველაფერი პირველი ტაიმის დასაწყისში იყო და, აქედან გამომდინარე, ვერაფრით წარმოვიდგენდით, ის შეხვედრა ჩვენთვის აშკარად არასასურველი შედეგით თუ დამთავრდებოდა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ერთი-ორჯერ კი შევუტიეთ (კვლავაც თარგამაძის აქტიურობასა და შეცვლაზე შემოსული შოთა გრიგალაშვილის შორეულ დარტყმას ვგულისხმობთ), მაგრამ ადრე რომ გვქონდა, იმ უპირატესობიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. მერე კი ჩვენ კარში გატანილი ის მართლაც კურიოზული გოლი ვიხილეთ: სტუმართა შემადგენლობაში ერთადერთმა "შემოქმედმა" ფეხბურთელმა ალექსანდრ ცაუნიამ აუტის ხაზის სიახლოვესთან დანიშნული საჯარიმოდან ბურთი ჩვენ კარში დაარტყა და სტუმრებიც დაწინაურდნენ.
გასაგებია, რომ ამ ეპიზოდში ჩვენი მეკარე აშკარად შეცდა, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე ხომ საკმარისზე მეტი დრო იყო დარჩენილი? თუმცა, თამაშის "შემობრუნებას" ვინ ჩივის, - შეხვედრის ბოლომდე ვეღარც გააზრებულ კომბინაციებს ვაკეთებდით და დაცვაში ორგანიზებულად მოასპარეზე მეტოქესაც საფრთხეს ვეღარ ვუქმნიდით.
ამის მიუხედავად, ორი არცთუ ურიგო მომენტი მაინც გვქონდა: ლადო დვალიშვილმა უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან გაარტყა, ჯაბა კანკავას შორეული დარტყმა კი ლატვიელთა მეკარემ ვანინსმა კუთხურზე მოიგერია.
აი, ასე წავაგეთ მატჩი, სადაც საქართველოს ნაკრებმა აშკარად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი უჩვენა; არადა, მანამდე ხანგრძლივი და მართლაც ჩინებული წაუგებელი სერიით რომ ვამაყობდით, ჩვენს ნაკრებს მაინც სათამაშო სტილს ვუწუნებდით, - ზედმეტად ფრთხილი და დაცვაზე ორიენტირებულიაო.
* * *
ლატვიასთან მარცხის მერე ორი ოფიციალური მატჩი გვქონდა: სტუმრად მალტასთან ფრედ ვითამაშეთ (მეტოქემ შესარჩევ ციკლში ერთადერთი ქულა სწორედ ჩვენთან აიღო!), შემდეგ კი თბილისში ბერძნებთან დავმარცხდით.
კიდევ კარგი, წელიწადი მოგებით მაინც დავასრულეთ: სულ ახლახანს ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვას მოვუგეთ. თუმცა, ამ ბოლო სამ შეხვედრაზე ვრცლად აღარ ვისაუბრებთ და ისღა დაგვრჩენია, კვლავაც მომდევნო შესარჩევი ციკლ(ებ)ის იმედად დავრჩეთ!..
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო-ლატვია 0:1
02. 09. თბილისი. "მიხეილ მესხი". 15400 მაყურებელი
0:1 ცაუნია (64)
საქართველო: ლორია - კაშია, ამისულაშვილი (72. დვალიშვილი), ხიზანიშვილი, კალაძე - კანკავა, კობიაშვილი - თარგამაძე, ანანიძე (54. გრიგალაშვილი), მარცვალაძე - იაშვილი (54. სირაძე)
სათადარიგოები: რევიშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კვირკველია
ლატვია: ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორკსი, კრიაუკლისი - ფერტოვსი, ლაჟდინსი (88. ლაიზანსი) - ვიშნიაკოვსკისი, ცაუნია, ლუკიანოვსი, - ვერპაკოვსკისი (77. კოზლოვსი).
სათადარიგოები: დოროშევსი, სმირნოვსი, პერეპლიოტკინსი, რუგინსი, კოზლოვსი
გაფრთხილება: კანკავა (11), ფერტოვსი (21), ვერპაკოვსკისი (39), გორკსი (50), კრიაუკლისი (86)
არბიტრი: ლ. ტრატოსი (კვიპროსი)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
მალტა-საქართველო 1:1
06. 09. ლა-ვალეტა. "ტაქალი". 5000 მაყურებელი
0:1 კანკავა (15, თარგამაძის პასით), 1:1 მიფსუდი (25)
მალტა: ჰოგი - კარუანა, აგიუსი, შკიბერასი, ფაილა - ჰათჩისონი, ბრიფა, რ. ფენეჩი (60. ბოგდანოვიჩი), კოენი (90. ვუდსი) - მიფსუდი - შკემბრი (76. პეისი).
სათადარიგოები: გაუჩი, მამო, მუსკატი, პ. ფენეჩი
საქართველო: რევიშვილი - კაშია, ხიზანიშვილი, კალაძე, გრიგალავა - კანკავა, კობიაშვილი - იაშვილი (61. დვალიშვილი), ანანიძე (77. კობახიძე), თარგამაძე - მარცვალაძე (66. გრიგალაშვილი)
სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, გურული, სირაძე
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (11), კაშია (58), ჰოგი (90)
არბიტრი: პ. ვან ბოეკელი (ჰოლანდია)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო-საბერძნეთი 1:2
11. 10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 7 900 მაყურებელი
1:0 თარგამაძე (18), 1:1 ფოტაკისი (79), 1:2 ხარისტეასი (85)
საქართველო: რევიშვილი კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, კალაძე - კანკავა (42. ლობჟანიძე), კობიაშვილი - თარგამაძე, გრიგალაშვილი (51. იაშვილი), მარცვალაძე - მჭედლიძე (65. გურული)
სათადარიგოები: კვასხვაძე, ხუბუტია, გრიგალავა, დვალიშვილი
საბერძნეთი: ცორვასი - ვინტრა, ციოლისი (56. ფოტაკისი), პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი - პაპადოპულოსი, კაცურანისი, კარაგუნისი - სალპინგიდისი (68. ათანასიადისი), გეკასი (90. კონე), ხარისტეასი
სათადარიგოები: ხიოტისი, პეცოსი, მაკოსი, მალეზასი
გაფრთხილება: კანკავა (16), მჭედლიძე (22), სპიროპულოსი (43), თარგამაძე (61), ათანასიადისი (74)
არბიტრი: დ. ორსატო (იტალია)
ამხანაგური მატჩი
საქართველო-მოლდოვა 2:0
11. 11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 4000 მაყურებელი
1:0 კობახიძე (36. გელაშვილის პასით), 2:0 ანანიძე (39, პენალტით)
88-ე წუთზე გრიგალაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი
საქართველო: ლორია - კაშია, ხუბუტია (86. გრიგალაშვილი), ამისულაშვილი, გრიგალავა - ხიზანიშვილი (86. ჯანელიძე), მაისურაძე (53. განუგრავა) - გელაშვილი (64. გურული), ანანიძე (58. გორგიაშვილი), კობახიძე - დვალიშვილი (56. მოდებაძე)
სათადარიგოები: რევიშვილი, კვახაძე, ალადაშვილი, დაუშვილი
მოლდოვა: გაიდუკევიჩი - გოლოვატენკო, არმაში, ბულგარუ (85. პოტირნიკე), ბოლოჰანი (85. კაშკავალი) - ეპურეანუ, ივანოვი - სუვოროვი (46. ბუგაევი), ჩებოტარი (78. პისლა), ზმეუ (30. დოროში) - ოვსიანიკოვი (67. კატანი)
გაფრთხილება: ბოლოჰანი (39), კატანი (70), კაშკავალი (87)
გაძევება: კობახიძე (76), არმაში (76)
არბიტრი: ვ. ალიევი (აზერბაიჯანი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"