გურამ კაშია ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებულია - 4 000 000 ევრო

AutoSharing Option
"ტრანსფერმარკტმა" საქართველოს ნაკრების წევრთა სატრანსფერო ფასები გამოაქვეყნა. სიას 4 მილიონი ევროთი სათავეში უდგას გურამ კაშია.

ქართველი მცველი ჰოლანდიურ ერედივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, რამდენიმე სოლიდურმა გამოცემამ ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა, ასე რომ, კაშიას სატრანსფერო ფასის ზრდა სავსებით ლოგიკურია.

3 მილიონ ევროდაა შეფასებული ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც "კრასნოდარში" ურიგო სეზონი არ ჩაატარა.

ამისულაშვილს მოსდევს ჯანო ანანიძე, რომლის სატრანსფერო ფასი ორი მილიონი ევროა. ანანიძე რუსეთში წლის იმედგაცრუებად დასახელდა, საკმაო ხანი ტრავმების გამოც გაუცდა, ამიტომ მისი ამჟამინდელი ფასი მოულოდნელი არ არის.

1 500 000 ევროა
ზურაბ ხიზანიშვილის
სატრანსფერო ღირებულება, 1 200 000-ად კი ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი და ოთარ მარცვალაძე არიან შეფასებული.

"მილიონერთა კლუბში" ბოლოა დავით კვირკველია - ზუსტად 1 000 000 ევრო.

ყველაზე დაბალი სატრანსფერო ფასი ნაკრების დებიუტანტ ვიტჯორჯიელ გიორგი ჯანელიძეს აქვს - 225 000 ევრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
წყალში არინ ყველანი გადასაყრელები, ნორმალური ფეხბრუთელისთივს ეს ფასები სასაცილოა, მარა ამათვის სანატრელი, :D
:D
vaxo
13:00 11-01-2012
0
თარგამაძე?

მისი ფასი 350 000-დან 1 400 000 მდე გაიზარდა; ესეც უნდა დაგეწერათ
lasha
14:23 11-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული