თემურ ქეცბაია: პენალტით ერთი გოლიც არ გაგვიტანია [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩის შემდეგ, ბუნებრივია, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პასუხი რამდენიმე შეკითხვაზე გასცა.

- გვინდოდა, წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაგვესრულებინა და მოხარული ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. შესვენებამდე და შესვენების შემდეგ თამაშის შინაარსი მკვეთრად განსხვავებული იყო. პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი, მეორე ნახევარში კი ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაცილებით უკეთ შეასრულეს.

ამ მატჩის მოგება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა - სეზონი ახალი განახლებულია და ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად გაგვაძლიერებს. კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს
ნაკრებმა ხასიათი აჩვენა და თამაში თავისთვის სასარგებლოდ შემოატრიალა. აგრეთვე, აჩვენა ისიც, რომ შემტევი და ლამაზი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

მოკლედ, საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.

- რა მნიშვნელოვანი დეტალები დაგანახათ ამ მატჩმა?
- არ მავიწყდება, რომ ხარვეზები გვაქვს და გვიჭირს საგოლე შანსების რეალიზება - ძლიერ მეტოქეებთან ამდენ სახიფათო მომენტს ვერ შევქმნით. მომეწონა ის, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა პრესინგი მაღალ დონეზე ითამაშა.

- ცენტრფორვარდის პრობლემა აშკარად გვაქვს. დვალიშვილს ალტერნატივა არ ჰყავს?
- ძლიერი ფეხბურთელები ყველა რგოლში გვაკლია, დვალიშვილს კი ვენდობოდი და ახლაც ვენდობი. მას ერთი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლდეს და ნაკრებისთვის კიდევ უფრო სასარგებლო გახდეს.

- დე ბიაზი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა...
- ეს ნაკლებად მაინტერესებს. ჯერ არც ის ვიცი, დასანიშნი იყო თუ არა პენალტები. საერთოდ, მსაჯობაზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ არც მოგების და არც წაგების შემდეგ. ისე კი, თერთმეტმეტრიანით ერთი გოლიც არ გაგვიტანია.

- პენალტის გატანის პრობლემა საქართველოს ნაკრებში ძალიან მწვავედ დგას...
- ამაზე ყოველთვის ვმუშაობთ. ვარჯიშებზე ბიჭები თერთმეტმეტრიანებს კარგად ურტყამენ, თამაშებზე კი, თავადაც ხედავთ, რაც ემართებათ.

- ლევან ყენია მოედანზე ტრიბუნების მოთხოვნის გამო შეუშვით თუ პრაგმატული მოსაზრებით?
- კარგად ვიცი, დღეს ლევანი არ არის მზად იმისთვის, რომ ნაკრებს სარგებლობა მოუტანოს, მაგრამ დღეს მას მოედანზე რამდენიმე წუთი მაინც უნდა გაეტარებინა. ეს მისთვის დიდი სტიმულია, მით უფრო იმიტომ, რომ "შალკეში" მისი თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.

- ზურაბ ხიზანიშვილის ადგილს დაცვაში უფრო ხედავთ თუ ნახევარდაცვაში?
- ყველგან, სადაც დაგვჭირდება. მისნაირი უნივერსალების ადგილი კი ნაკრებში ყოველთვის იქნება. მე იმ ფეხბურთელებს ვაფასებ, რომლებიც ყოველგვარი პროტესტის გარეშე იქ ითამაშებენ, სადაც მწვრთნელი მიიჩნევს საჭიროდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე რა მაინტერესებს იციით? დავუშვათ და ქეცბაია წავიდა. გვეშველება რამე? მე მაგალითად ვფიქრობ რომ ფეხბურთელების ბრალია ასეთი ცუდი თამაში იმიტო რომ ჩვენ პეხბუთელებს დისციპლინა არ აქვთ და მეტოქე გუნდს არასათანადოდ აფასებენ.. რომ შეუდო ქეცბაიამ 1 ელი ტაიმის შემდეგ ყველამ ვნახეთ როგორაც ათამაშდნენ..
limona27
01:04 02-03-2012
0
ქეცბაია როგორც ფეხბურთელი სულ ბოლომდე იხარჯებოდა ნაკრებში,როგორც კაცობაში მაგარი ჩანს ,ფებურთელები რომ არ ყავს მეც ვიცი და მაგანაც ხომ იცოდა რომ მოდიოდა მწვრთნელად?ვინც გვყავს იმასაც ვკარგავთ
vaso basiladze
08:32 02-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული