ჯანი დე ბიაზი (ირონიით): მსაჯობა? კომენტარი ზედმეტია!

AutoSharing Option
ალბანელთა იტალიელი თავკაცის, ჯანი დე ბიაზის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია ხანმოკლე აღმოჩნდა.

"საინტერესო და მოვლენებით აღსავსე შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში ჩემმა ფეხბურთელებმა მაღალ დონეზე ითამაშეს, შესვენების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა.

ჩემთვის ეს მატჩი ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იყო და, ბუნებრივია, ახალი სამუშაოს წარმატებით დაწყება მსურდა, მაგრამ ეს მარცხი ტრაგედია ნამდვილად არაა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვარ და შესაძლოა, მალე ნაკრებში გამორჩეული ალბანელი ფეხბურთელები, ერიონ ბოგდანი და ლორიკ კანა დავაბრუნო", - განაცხადა დე ბიაზიმ.

მსაჯობაზე
დასმულ შეკითხვას კი მან სათაურში გამოტანილი ბანალური სიტყვებით უპასუხა, მაგრამ დე ბიაზიმ იტალიელისთვის დამახასიათებელი ისეთი მრავლისმთქმელი ირონიული გამომეტყველება მიიღო, რომ შეგვიძლია ვთქვათ - შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ერთი ალბანეთის სასარგებლოდ დაენიშნა პენალტები, როგორ იმღერებდა ბატონი დე ბიაზი?... :) ცივი წყალი დალიოს
Tornike
13:57 01-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული