ალბანელთა კაპიტანი ერვინ ბულკუ: მსაჯი ქართველების მხარეს იყო!

AutoSharing Option
მატჩის დასრულების შემდეგ ალბანეთის ნაკრების კაპიტანი ერვინ ბულკუ სანდრო კობახიძეს... რუსულად ელაპარაკებოდა. აშკარა იყო, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ. თურმე, 2010 წელს კრივოი როგის "კრივბასში" ერთად თამაშობდნენ და იქ დამეგობრდნენ.

მას შემდეგ "კრივბასის" ლეგიონერთა გზები გაიყო: უკრაინიდან სპლიტის "ჰაიდუკში" გადასული ალბანელთა კაპიტანი წლეულს აზერბაიჯანულ "აზალში" აღმოჩნდა და მეგობარი მხოლოდ თბილისში ნახა.

- როგორ შეაფასებდი შეხვედრას?
- ძალიან მძიმე მატჩი იყო. პირველი ტაიმი ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ და მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ. მეორე ნახევარში თქვენებმა გვაჯობეს, მაგრამ ჩემი აზრით, შეხვედრის ლოგიკური შედეგი 1:1
იქნებოდა.

- მეორე გოლს რატომ აპროტესტებდით?
- იმიტომ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა. ეს ყველამ აშკარად დავინახეთ, მაგრამ მსაჯმა არალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. საერთოდ, საშინელი მსაჯობა იყო. პირველი პენალტიც უსამართლოდ დაგვინიშნა.

- თქვენ მეორე პენალტსაც აპროტესტებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში მსაჯი მართალი იყო, კობახიძე უხეშად მოცელეს.
- მეორე პენალტზე არც ვდავობ. ჩვენმა მცველმა სანდრო მართლა წააქცია, მაგრამ მსაჯი მიკერძოებული იყო.

- საერთოდ, საქართველოს ნაკრებზე რა წარმოდგენა დაგრჩა?
- მომეწონა იმით, რაც ალბანეთის ყველაზე დიდ პლუსად ითვლება - ბრძოლისუნარიანი ნაკრებია. ძალიან სწრაფი და სახიფათო შემტევები გყავთ და საკმაოდ ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია.

- რომელ მოთამაშეს გამოარჩევდი?
- ქართველებიდან გვარებით ბევრს არ ვიცნობ და გეტყვით, რომ ფლანგზე ის დაბალი მოთამაშე მომეწონა (თარგამაძე). ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კობახიძემ. "კრივბასიდან" ჩემი წამოსვლის შემდეგ სანდრო გაზრდილა და ძალიან მოუმატებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
zviadi
დიდი სიამოვნებით გავაუქმებდი საქართველოში სპორტის სახეობას ფეხბურთს. მარადმწვანე პოტენციალი და სულ მწვრთნელის ბრალი როგორ შეილება იყოს. ნერვებიც აღარ მოგვეშლებოდა რიგით გულშემატკივრებს. ამათ განძრევა ეზარებათ მოედანზე. მარაზმია ის რასაც აკეთებენ
qarTuli fexburti mokvda
12:00 02-03-2012
0
გუნდს რომ უდიდესი პოტენციალი აქვს ეს მეორე ტაიმის დასაწყისში თვალსაჩინო იყო. ნორმალური მწვრთნელის ხელში მაგარ ფეხბურთს ითამაშებენ
zviadi
11:53 01-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული