ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"

AutoSharing Option
პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტგამოცემა "ჩემპიონატ.რუ"-მ ოთარ მარცვალაძე პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

შეგახსენებთ, "კრასნოდარის" ქართველმა თავდამსხმელმა "ტომთან" საშინაო მატჩში მოედანზე დაახლოებით 20 წუთი დაჰყო, თუმცა მაინც შეძლო და თავისიანები 2:1 დააწინაურა (ხილეთ ვიდეო).

"კრასნოდარმა" ის შეხვედრა საბოლოოდ 3:1 მოიგო.

"იშვიათად ხდება, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ 20 წუთი ითამაშოს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდეს, მაგრამ მარცვალაძე გამონაკლისია.

მან "კრასნოდარის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მარცვალაძე მოედანზე 1:1-ზე შევიდა და მატჩის მსვლელობაში გარდატეხა მოახდინა. გოლის გარდა, მის ანგარიშზე საგოლე გადაცემაცაა", - წერს "ჩემპიონატ.რუ".

რუსეთის
მიმდინარე ჩემპიონატში მარცვალაძემ 29 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, სეზონი მან ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემადგენლობაში დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე მარცვალ ))

ჟურნალისტმა კითხა ხაჭაპური თუ ბორშიო, მარცვალამ უპასუხა ბორშიო, როგორც სპორტსმენი მართალი იყო ) მარა რესტორანში რო შევიდა მაინც ხაჭაპური შეუკვეთა! ;))

ოთარ ყოველთვის შენი იმედი მაქვს საქართველოს ნაკრებში! ჯერ არ გიმართლებს ხოლმე მარა გული არ გაიტეხო! დადგება ჩვენი დროც
mentalitet1
23:28 12-04-2012
0
წამოდი ოთარ შვილო მაგ დაწყევლილი ქვეყნიდან,არ გაგახარებენ რუსები მაგალითები გინდა მოგიყვანო? აქ თუ არ გინდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადადი.
goga
20:42 11-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული