თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ნიკა ძალამიძე გამოიძახა

AutoSharing Option
პოლონური "იაგელონიას" 20 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე თემურ ქეცბაიამ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის გამოიძახა.

აღნიშნულ ინფორმაციას "იაგელონიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

თუკი ძალამიძეს მოედანზე გასვლის საშუალება მიეცემა, ეს მისი სადებიუტი მატჩი იქნება, აქამდე მას არასდროს მოურგია ეროვნული ნაკრების მაისურა.

შეგასენებთ, რომ ეროვნული ნაკრები შეკრებას თბილისში,15 მაისს დაიწყებს და შემდეგ ავსტრიაში გაემგზავრება, 24 მაისს კი ზალცბურგში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული