საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში თურქეთთან მატჩის წინ

AutoSharing Option
საქართველოსა და თურქეთის ეროვნულმა ნაკრებებმა ამხანაგური შეხვედრისთვის ავსტრიაში ბოლო ვარჯიშები ჩაატარეს.

როგორც ცნობილია, გუნდს ტრავმირებული ოთარ მარცვალაძე დააკლდა.

ნაკრების პრესსპიკერის, ოთარ გიორგაძის თქმით, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მყოფმა 22-მა ფეხბურთელმა 23 მაისს გენერალური რეპეტიციაც ავსტრიის დაბა ფლახაუში გაიარა. ზალცბურგის "რედ ბულ არენაზე" კი გუნდი მხოლოდ 24 მაისს, თამაშისთვის გაემგზავრება:

"ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და კარგად აცნობიერებს, რომ მატჩის სასურველი შედეგით დასრულება საქართველოს ნაკრების რეიტინგს წაადგება".

შეხვედრას ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის: მთავარი არბიტრი მარკუს ჰამატერი იქნება, მას კი როლანდ ბრანდენი და კრისტიან
ტრუნერი
დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული პროდიუსერის, დავით მინაშვილის თქმით, შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "2 არხი" აჩვენებს. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარეობს, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" "ევროვიზიის" პირდაპირი რეპორტაჟები შეიძინა, ფეხბურთისა და მუსიკალური ფესტივალის დრო კი ერთმანეთს ემთხვევა.

დღეს 22 საათზე, 2 არხზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროვიზიას ფეხბურთზე წინ აყენებთ?გადასარევია პირდაპირ.
bondo
13:08 24-05-2012
0
რეგიონებში მეორე არხი არ აჩვენებს და ჩვენ რა დავაშავეთ?ჩვენც ხომ გვინდა თამაშის ყურება
მიშა
14:45 24-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული