თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჩიმ ავსტრიულ შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: რუშთუ რეკბერ, გენკ გონენი (ორივე - "ბეშიქთაში"), სინან ბოლათი ("სტანდარდი", ბელგია), ვოლქან დემირელი ("ფენერბაჰჩე");
მცველები: სელჩუქ ინანი ("გალათასარაი"), ისმაილ ქეიბაში, ეგემენ კორკმაზი (ორივე - "ბეშიქთაში"), გექჰან გიონული, ბექირ ირთეგუნი (ორივე - "ფენერბაჰჩე"), იომერ თოფრაქი ("ბაიერი", გერმანია), ჰასან ალი ქალდირიმი ("ქაისერი"), სემიჰ ქაია ("გალათასარაი"), სერდარ აზიზი ("ბურსა");
თავდამსხმელები: ილმაზ ბურაქი ("ტრაბზონსფორი"), უმუთ ბულუთი ("ტულუზა", საფრანგეთი), თუნაი თორუნი ("ჰერტა", გერმანია), მუსტაფა ფექთემექი ("ბეშიქთაში"), სერკან სარარერი ("ფიურტი", გერმანია).
თურქეთის ნაკრებში ცვლილება ყველა რგოლს შეეხო. ავჩიმ აღარ მიიწვია "ბეშიქთაშის" 34 წლის გამოცდილი ნახევარმცველი მეხმედ აურელიო, რომელიც გუნდის ლიდერი იყო.
ევროპის ჩემპიონატზე ვერგასვლის გამო ნაკრების ახალმა თავკაცმა შემადგენლობის განახლება გადაწყვიტა.
თურქეთი საქართველოთი იწყებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"