თურქეთი ახალი გუნდის შენებას საქართველოსთან თამაშით იწყებს

AutoSharing Option
თურქები ავსტრიაში 21 მაისს ჩაფრინდნენ და 5 ამხანაგურ შეხვედრას გეგმავენ: საქართველოს გარდა, ჩვენი მეზობლები ფინეთის, ბულგარეთის, პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრებებს ეთამაშებიან.

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჩიმ ავსტრიულ შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: რუშთუ რეკბერ, გენკ გონენი (ორივე - "ბეშიქთაში"), სინან ბოლათი ("სტანდარდი", ბელგია), ვოლქან დემირელი ("ფენერბაჰჩე");

მცველები:
სელჩუქ ინანი ("გალათასარაი"), ისმაილ ქეიბაში, ეგემენ კორკმაზი (ორივე - "ბეშიქთაში"), გექჰან გიონული, ბექირ ირთეგუნი (ორივე - "ფენერბაჰჩე"), იომერ თოფრაქი ("ბაიერი", გერმანია), ჰასან ალი ქალდირიმი ("ქაისერი"), სემიჰ ქაია ("გალათასარაი"), სერდარ აზიზი ("ბურსა");

ნახევარმცველები:
სერდარ კურტულუში ("გაზიანთეფი"), ემრე ბელოზოღლუ ("ფენერბაჰჩე"), ჰამით ალთინთოფი, ნური შაჰინი (ორივე - "რეალი", ესპანეთი), არდა თურანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), მეჰმეთ ტოპალი ("ვალენსია", ესპანეთი), ენგინ ბაითარი ("გალათასარაი"), მეჰმეთ ექიჩი ("ვერდერი", გერმანია), ჯანერ ერქინი ("ფენერბაჰჩე"), გექჰან თერე ("ჰამბურგი", გერმანია), სონერ აიდოღლუ ("გენჩლერი"), ალფერ ფოთუქი ("ესქიშეჰირი");

თავდამსხმელები: ილმაზ ბურაქი ("ტრაბზონსფორი"), უმუთ ბულუთი ("ტულუზა", საფრანგეთი), თუნაი თორუნი ("ჰერტა", გერმანია), მუსტაფა ფექთემექი ("ბეშიქთაში"), სერკან სარარერი ("ფიურტი", გერმანია).

თურქეთის ნაკრებში ცვლილება ყველა რგოლს შეეხო. ავჩიმ აღარ მიიწვია "ბეშიქთაშის" 34 წლის გამოცდილი ნახევარმცველი მეხმედ აურელიო, რომელიც გუნდის ლიდერი იყო.

ევროპის ჩემპიონატზე ვერგასვლის გამო ნაკრების ახალმა თავკაცმა შემადგენლობის განახლება გადაწყვიტა.

თურქეთი საქართველოთი იწყებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული