როგორც ირკვევა, გასულ კვირას ისრაელის ნაკრები კინაღამ უთავკაცოდ დარჩა. პრესასთან საუბარში ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავარ ლიგაში აღზევებული "არლის" ხელმძღვანელობამ მას გუნდის ჩაბარება
"დიახ, მართალია, "არლის" ხელმძღვანელობამ გუნდის ჩაბარება შემომთავაზა. ამ გუნდმა მთავარ ლიგაში ასპარეზობის უფლება გასულ სეზონში მოიპოვა და დღეს ცხრილის ფსკერზეა. "არლის" ხელმძღვანელობა იმაზეც თანახმა იყო, რომ მათ გუნდში ნაკრების პარალელურად მემუშავა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. ამ წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი, კლუბში ყოველდღიურად ვერ ვიქნებოდი. სპეციალური გრაფიკის შემუშავებაზეც თანახმანი იყვნენ, მაგრამ ორი გუნდის გაძღოლა გამიჭირდებოდა და უარი ვთქვი...
უკვე ვესაუბრე ნაკრებში ჩემს თანაშემწეებს. ჩემპიონატის მატჩებს დავესწრები და თვის ბოლო რიცხვებში ნაკრების შემადგენლობას დავასახელებ. მალტასთან მოგება და საქართველოში მოპოვებული ქულა კარგია, მაგრამ პოზიციების განმტკიცებისთვის კიდევ გვჭირდება ქულები. ხორვატიასთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ", - თქვა ფერნანდესმა.