ფერნანდესი ისრაელში დარჩა

AutoSharing Option
ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი გუშინწინ საფრანგეთიდან თელ-ავივში ჩაფრინდა. ებრაული ვებგვერდების ინფორმაციით, ფრანგი მწვრთნელი უკვე შეუდგა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის მეტოქე ისრაელი 9 ოქტომბერს ხორვატიას უმასპინძლებს, 12-ში კი საბერძნეთს სტუმრად ეთამაშება. ფერნანდესი ადგილობრივ თანაშემწეებს შეხვდა და საჭირო ინფორმაცია მიიღო. ფერნანდესი მასმედიასაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. პრესამ მას რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორც ირკვევა, გასულ კვირას ისრაელის ნაკრები კინაღამ უთავკაცოდ დარჩა. პრესასთან საუბარში ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავარ ლიგაში აღზევებული "არლის" ხელმძღვანელობამ მას გუნდის ჩაბარება
შესთავაზა...

"დიახ, მართალია, "არლის" ხელმძღვანელობამ გუნდის ჩაბარება შემომთავაზა. ამ გუნდმა მთავარ ლიგაში ასპარეზობის უფლება გასულ სეზონში მოიპოვა და დღეს ცხრილის ფსკერზეა. "არლის" ხელმძღვანელობა იმაზეც თანახმა იყო, რომ მათ გუნდში ნაკრების პარალელურად მემუშავა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. ამ წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი, კლუბში ყოველდღიურად ვერ ვიქნებოდი. სპეციალური გრაფიკის შემუშავებაზეც თანახმანი იყვნენ, მაგრამ ორი გუნდის გაძღოლა გამიჭირდებოდა და უარი ვთქვი...
უკვე ვესაუბრე ნაკრებში ჩემს თანაშემწეებს. ჩემპიონატის მატჩებს დავესწრები და თვის ბოლო რიცხვებში ნაკრების შემადგენლობას დავასახელებ. მალტასთან მოგება და საქართველოში მოპოვებული ქულა კარგია, მაგრამ პოზიციების განმტკიცებისთვის კიდევ გვჭირდება ქულები. ხორვატიასთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ", - თქვა ფერნანდესმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული