ბერძნულ სუპერლიგაში ჯერ მხოლოდ 4 ტურია ნათამაშები და აეკ-ის თავკაცის პოსტი უკვე ვაკანტურია - ათენური გრანდის ხელმძღვანელობამ გამოცდილ დუშან ბაევიჩს "ასტერას ტრიპოლისთან" ფრე (შინ 2:2) და ლიგის დებიუტანტ "ოლიმპიაკოს ვოლოსთან" წაგება (1:3) არ აპატია. ბერძნული ვებგვერდები gazzetta.gr-სა და sigmalive.com-ს ინფორმაციით, აეკ-ის მესვეურები ბაევიჩის პოტენციურ შემცვლელთა შორის ქეცბაიას კანდიდატურასაც განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობის
ახლა მეორე ამბავი - გარდა ჩინეთისა და ბელარუსის ვარიანტისა, 17 ნოემბერს საქართველოს ავსტრიასთან გაჯიბრების შანსიც აქვს. ამ სამიდან რომელზე შეჩერდება არჩევანი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუმცა ის კი გავიგეთ, რომ ავსტრიელები ქართულ ვარიანტს სხვაზე წინ არ აყენებენ. ცნობისთვის, ფიფას ბოლო რეიტინგში ავსტრია 61-ე ადგილზეა. ამ გუნდს 55 წლის დიტმარ კონსტანტინი წვრთნის.
ჩვენს ნაკრებთან თამაში მოინდომა რეიტინგში 39-ე საფეხურზე მყოფმა ბურკინა ფასომაც. თუმცა ქართულმა მხარემ აფრიკელთა პირობები არ მიიღო და წინადადებაზე უარი თქვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"