ლატვიის ნაკრებმა 19 შეარჩია

AutoSharing Option
ჩვენი ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას მსგავსად, ლატვიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრს სტარკოვსმაც გუშინ დაასახელა სანაკრებო შემადგენლობა. შეგახსენებთ, რომ ლატვია 8 ოქტომბერს საბერძნეთს ათენში ეთამაშება, 12-ში კი ჩვენს ნაკრებს რიგაში უმასპინძლებს. სტარკოვსკის სიაში ჯერჯერობით 19 ფეხბურთელია.

მეკარეები - ანდრის ვანინსი (სიონი, შვეიცარია), ალექსანდრს კოლინკო (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი);

მცველები - ოსკარს კლავა (ანჟი, რუსეთი), კასპარს გორკსი (ქუინზ პარკ რეინჯერსი, ინგლისი), დენის ივანოვსი (სივასფორი, თურქეთი), პაველს მიხალიუკსი (მეტალურგსი), რიტუს კრაუკლისი (ვენტსპილსი), ვიტალის სმირნოვსი, ალექსანდრს ფერტოვსი (ორივე სკონტო);

ნახევარმცველები - იურის ლაიზანსი (სალიუტი,
რუსეთი), ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდრს კაუნა (ორივე სკონტო), ანდრეის რუბინსი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი), იურის ჟიგაევსი (ვენტსპილსი), არტის ლაზდინსი (ელგავა);

თავდამსხმელები - მარის ვერპაკოვსკისი (ერგოტელისი, საბერძნეთი), არტიომს რუდნევსი (ლეხი პოზნანი, პოლონეთი), გირტს კარლსონსი (ინტერი, აზერბაიჯანი), ანდრეის პერეპლოტკინსი (სკონტო).

ლატვიის ნაკრები 3 ოქტომბერს შეიკრიბება, 7-ში კი საბერძნეთს გაემგზარება, სადაც მეორე დღეს ფერნანდო სანტუშის კრებულს შეხვდება. ლატვიელები 9 ოქტომბერს რიგაში დაბრუნდებიან და საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან. ეს მატჩი 12 ოქტომბერს რიგაში, "სკონტოს" სტადიონზე, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული