ახალი ვარიანტი: განიხილება ამხანაგური სლოვენიასთან

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, სანოემბრო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად საქართველოს ნაკრებს სამი ვარიანტი ჰქონდა - ჩინეთი, ბელარუსი და ავსტრია. ვარიანტად ვერ განვიხილავთ ბურკინა ფასოს, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ამ აფრიკულ ქვეყანას უმალ უარი უთხრა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრიასთან გაჯიბრებაც გამორიცხულია - 17 ნოემბერს ეს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ჩვენს მეტოქე საბერძნეთს უმასპინძლებს.

გაგიკვირდებათ და, მეორე პოტენციური სპარინგპარტნიორიც ჩვენი ჯგუფის სხვა მეტოქემ წაგვართვა - 17 ნოემბერს ჩინეთის ნაკრებს ალექსანდრ სტარკოვსის ლატვია ესტუმრება.

შესაბამისად, სამიდან ერთი ვარიანტი დაგვრჩა - ბელარუსი. ბერნდ შტანგეს გუნდი ოქტომბერში ჯერ ლუქსემბურგს
ეთამაშება სტუმრად, მერე კი ალბანეთს უმასპინძლებს. ბელარუსებს სურთ, საქართველოს მინსკში უმასპინძლონ. მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს.

როგორც ირკვევა, კიდევ ერთ ვარიანტზე მიდის მუშაობა. შესაძლოა, თემურ ქეცბაიას გუნდი ნოემბერში სლოვენიას სტუმრად ეთამაშოს. სლოვენიის ნაკრები, რომელსაც მატიაჟ კეკი წვრთნის, ოქტომბერში ფარერებს უმასპინძლებს და ესტონეთს სტუმრად შეხვდება.

ცნობისთვის, ფიფას ბოლო რეიტინგში სლოვენიას მე-19 ადგილი უკავია. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში, სლოვენიელები შინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდნენ (0:1) და სტუმრად სერბეთს დაუზავდნენ - 1:1.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული