დევდარიანიც გამოგვაკლდა, ეროვნულს კლიმიაშვილი დაემატებაო...

AutoSharing Option
მალტასთან და ლატვიასთან 8 და 12 ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა უკვე დაასახელა. სიაში 24 ფეხბურთელი იყო. გუშინ გაცნობეთ, რომ ტრავმის გამო გუნდს თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი მათე ვაწაძე გამოაკლდა. სამწუხაროდ დანაკლისი კიდევ გაიზარდა. ჩვენი ინფორმაციით, ოქტომბრის მატჩებში ნაკრებს დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანიც ვერ დაეხმარება. დაკლებული ორი მოთამაშის სანაცვლოდ ქეცბაიას შემადგენლობისთვის ჯერ არავინ დაუმატებია. როგორც გავიგეთ მწვრთნელები სანაკრებო შემადგენლობას ერთ ფეხბურთელს დაამატებენ, "ვიტ ჯორჯიას" შემტევ ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილს.

ჩვენი ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას ორშაბათს, 4
ოქტმბერს დაიწყებს. გუნდი უწინდელივით სასტუმრო "ბომონდში" დაბინავდება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. მატჩიწ წინა დღეს კი ქეცბაია ეროვნულ არენაზე ჩაატარებს წვრთნას. გავიგეთ ისიც, რომ მეტოქე მალტა ჩვეულზე ადრე, 5 ოქტომბერს გამთენიისას გვეწვევა. ჯონ ბუტიგეგის გუნდი სამი დღის განმავლობაში თბილისში, "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებს.

დაბოლოს, 8 ოქტომბერს საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების მატჩი 21 საათზე დაიწყება, თამაშზე დასასწრები ბილეთები 3, 5, 10 და 15 ლარი ეღირება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
გასახარია, რომ ფედერაციამ ბილეთები გააიაფა, ასე ბევრად მეტი ხალხი მოდის!
torgva10
21:05 30-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული