"ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ის პროცესია, რომელიც გრძელდება.
დღევანდელმა თამაშმა ბევრი რამ დამანახა. ისეთი თამაში იყო, მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაც.
ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია, რადგან ბოლო ტურში ხორვატია სტუმრად თამაშობს ესპანეთთან, ჩვენ კი ესტონეთს ვუმასპინძლებთ.
ხორვატებს ჩვენზე ორი წლით უფროსი ფეხბურთელები ჰყავდათ, ორი წელი კი ახალგაზრდულ ფეხბურთში ცოტა არ არის. თანაც, ხორვატები გაცილებით
ჩვენს გუნდში კი ზოგმა დღეს პირველად ითამაშა: გრიგალაშვილმა, კოხიამ...
ფეხბურთელი ნაკრებში რომ მოდის, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. როცა ფეხბურთელს 90 წუთის თამაში არ შეუძლია, რა ტაქტიკასა და სტრატეგიაზე უნდა ველაპარაკო?!
ფეხბურთელების მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება. ესტონეთთან მატჩამდე სამი კვირა დარჩა და იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობით, სისტემატურად რომ თამაშობენ თავიანთ კლუბებში".
ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით
ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ