ალექსანდრე ჩივაძე: რაზე უნდა ველაპარაკო ფეხბურთელს, 90 წუთი თამაში რომ არ შეუძლია?!

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ხორვატ თანატოლებთან ფრედ, 1:1 ითამაშა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ კომენტარი გააკეთა:

"ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ის პროცესია, რომელიც გრძელდება.

დღევანდელმა თამაშმა ბევრი რამ დამანახა. ისეთი თამაში იყო, მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაც.

ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგია, რადგან ბოლო ტურში ხორვატია სტუმრად თამაშობს ესპანეთთან, ჩვენ კი ესტონეთს ვუმასპინძლებთ.

ხორვატებს ჩვენზე ორი წლით უფროსი ფეხბურთელები ჰყავდათ, ორი წელი კი ახალგაზრდულ ფეხბურთში ცოტა არ არის. თანაც, ხორვატები გაცილებით
უფრო შეთამაშებულები არიან, მეტწილად ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელები ჰყავთ გუნდში.

ჩვენს გუნდში კი ზოგმა დღეს პირველად ითამაშა: გრიგალაშვილმა, კოხიამ...

ფეხბურთელი ნაკრებში რომ მოდის, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. როცა ფეხბურთელს 90 წუთის თამაში არ შეუძლია, რა ტაქტიკასა
და სტრატეგიაზე უნდა ველაპარაკო?!

ფეხბურთელების მიმართ არანაირი სანქცია
არ იქნება. ესტონეთთან მატჩამდე სამი კვირა დარჩა და იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობით, სისტემატურად რომ თამაშობენ თავიანთ კლუბებში".

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით
ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ
მკითხველის კომენტარები / 5 /
Es MISHA vin 5-sani agitatoria-didi madloba NACMACUNEBS rom Batums moedani da sapexburto momavali titkmis mouspes...Lado ki kvelapershi ekvexeba titkos kai gamocdili sportsmeni iko...
hugoboss
03:07 17-08-2012
0
ჰუგობოს გვაცალე მუშაობა,თქვენ ბატონ ვარძელაშვილს სამწუხაროდ არ იცნობთ,ასე ყველაფრის ერთიანად დავიწყება არ იქნება,ჯერ ოთხი წელია გასული მისი უნიკალური რეკორდიდან და უკვე დაივიწყეთ?!მან ხომ აგვისტოს გაგანია სიცხეში გორიდან თბილისის აეროპორტამდე ჩამორბენას რეკორდულად უმცირესი დრო მოანდომა.
misha
04:33 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული