შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს

AutoSharing Option
ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან 15 აგვისტოს გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი ვერ დაეხმარა. თურქული "ქაისერისფორის" ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს, რომლის კაპიტანიცაა, ტრავმის მიზეზით დააკლდა.

საკონტროლო მატჩისთვის გუნდის შეკრებაზე კაპიტნის არგამოცხადება ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ნამდვილად არ გაახარებდა.

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ქეცბაია აცხადებს, რომ ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რომ კლუბში გამოცხადდეს, ხოლო თუ ტრავმა აქვს, მისი გათავისუფლება მხოლოდ გამოცხადების შემდეგ მოხდება.

"თუ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი ტრავმის გამო შეკრებაზე არ ჩამოვა, მაგრამ მერე ორ-სამ დღეში კლუბში თამაშს მოახერხებს, ვინც არ უნდა იყოს,
ნაკრებში აღარ გამოვიძახებთ.

თუ თავიანთ გუნდებში შეუძლიათ ტკივილით თამაში, მაშინ ეს ნაკრებშიც უნდა შეეძლოთ"
, - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

"ინტერპრესნიუსი" ვითარებაში გასარკვევად თურქეთში "ქაისერისფორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს დაუკავშირდა და ზურაბ ხიზანიშვილის ტრავმის შესახებ ჰკითხა.

"ხიზანიშვილს ტრავმა მართლა აქვს და არ მგონია, ამის გამო ქეცბაია უკმაყოფილო იყოს, რადგან მეც ველაპარაკე თემურს და თავად ხიზანიშვილიც.

პირიქით, ქეცბაიამ ხიზანიშვილს ტრავმის მალე მორჩენა უსურვა.

ზურამ ტრავმა "ბეშიქთაშთან" თამაშში მიიღო. მას ფეხში ჩაარტყეს. ფეხი გასიებული ჰქონდა, სურათიც გადაიღო და ცოტა დაბეჟილობა აქვს ძვალზე.

ხიზანიშვილს 100 თამაშამდე აქვს ნაკრებში ნათამაშები და აქედან გამომდინარე, ტყუილად არ მოიმ
იზეზებს რამეს, ნაკრებში თამაშს რომ თავი აარიდოს", - განაცხადა არველაძემ.

არველაძის თქმით, ხიზანიშვილი თამაშს, სავარაუდოდ, კვირას შეძლებს.

ასევე იხილეთ:
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაა ეგ კაცი გამოსაძახებელი ქეცბაიამაც არ უნდა დაუძახოს ზუსტად ამ საიტზე ეწერა მაგის ინტერვიუ, რომ ფულს არ მიხდიან და პატრიოტიზმი ვის ახსოვსო ოჯახს რა ვაჭამოვო, ხოდა სადაც აჭმევენ იქ ითამაშოს ნაკრებს თავი დაანებოს
და
14:17 16-08-2012
0
თემური ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი,მწვრთნელი და თქვენ წარმოიდგინეთ პოლიტიკური ფიგურაც კი არის.იგი ღირსეული წევრი იქნებოდა ჩვენი,ნაციონალური მოძრაობის,მას შეუძლია ყველაფერი გაიღოს,ყველა მიატოვოს და მოკვეთოს თუ ერისა და ქვეყნის კეთილდღეობა მოითხოვს ამას;აი ეს იყო ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი,არის და იქნება კიდეც ნაციონალების წარმატების ფორმულა:ჯანდაბამდე ქონია გზა ყველას,ვინც ვერ დაინახავს ჩვენ გაკეთებულ საქმეებს და თვალი და გული სხვისკენ გაექცევა,და არ ირჩევს ნაციონალებივით გაჭირვებაში ყოფნას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
misha
14:56 16-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული