დღეს მალტა ჩამოდის

AutoSharing Option
8 ოქტომბრის მატჩში ჩვენი ნაკრების მეტოქე მალტის ეროვნული გუნდი დღეს საღამოს გვეწვევა. როგორც იქნა მალტის საფეხბუთო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მეტოქის შემადგენლობა გამოჩნდა. თუმცა... ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ბუტიგეგმა 22 ფეხბურთელი დაასახელა. როგორც ირკვევა კუნძულელები 18 ფეხბურთელით გვეწვევიან და ბუტიგეგმა ამ სიას 4 ფეხბურთელი უნდა გამოაკლოს. კუნძულელთა 22-ეულის სია ასეთია:

მეკარეები - ჯასტინ ჰაბერი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ენდრიუ ჰოგი (ვალეტა) მარიო მუსკატი (ჰიბერნიანსი), ენტონი კურმი (ტარქსიენი);

მცველები - ენდრიუ აგიუსი (მელფი), ჯონათან ქარუანა (ჰამრუნი), მასიმო გრიმა (ჰამრუნი), ედვარდ ჰერერა (ჰიბერნიანსი), კარლო მამო
(მარსაქლოკი), ჯოზეფ ზერაფა (ბირკირკარა);

ნახევარმცველები - შონ ბაჯადა, ტრევორ კილია, პოლ ფენეჩი (ყველა ბირკირკარა), როდერიკ ბრიფა, ჯიმი პეისი, კევინ სამუტი (ყველა ვალეტა), რაიან ფენეჩი (ჰამრუნი), გარეთ სკიბერასი (მარსაქლოკი);

თავდამსხმელები - ენდრიუ კოჰენი (ჰიბერნიანსი), მიქაელ მიფსუდი (უკლუბოდ), ანდრე შემბრი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ივან ვუდსი (ფლორიანა).

სიაში არ არის სერბული წარმოშობის 30 წლის თავდამსხმელი დანიელ ბოგდანოვიჩი. ბუტიგეგის შემადგენლობაშია უნგრული "ფერენცვაროშის" ორივე მალტელი - მეკარე ჯასტინ ჰაბერი და თავდამსხმელი ანდრე შემბრი. შეგახსენებთ, რომ ორივე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ გუნდს.

ბოგდანოვიჩის გარდა, მალტელებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდათ - "ვალეტას" მცველი კენეტ შიკლუნა, რომელიც ტრავმირებულია.

მალტის ნაკრები თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოფრინდება. კუნძულელები "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდებიან და პირველ ვარჯიშს "მიხეილ მესხზე" ხვალ, 19 საათზე გამართავენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული