ესეც მალტური 18

AutoSharing Option
პარასკევის მატჩში ჩვენს მეტოქე მალტის ნაკრებზე გუშინდელ ნომერშიც ვწერდით. კუნძულელთა ნაკრების თავკაც ჯონ ბუტიგეგის მიერ დასახელებული გაფართოებული შემადგენლობაც გაგაცანით, რომელშიც 22 ფეხბურთელი იყო. იქვე აღვნიშნეთ, რომ ბუტიგეგი ამ სიას 18 მოთამაშემდე დაწურავდა. მალტელთა საბოლოო შემადგენლობა გუშინ გაცხადდა და აქვე გთავაზობთ:

მეკარეები - ჯასტინ ჰაბერი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ენდრიუ ჰოგი (ვალეტა);

მცველები - ენდრიუ აგიუსი (მელფი, იტალია), ჯონათან კარუანა (ვალეტა), მასიმო გრიმა (ჰამრუნი), ედვარდ ჰერერა (ჰიბერნიანსი), კარლო მამო (მარსაქსლოკი), ჯოზეფ ზერაფა (ბირკირკარა);

ნახევარმცველები - შონ ბაიადა, პოლ ფენეჩი (ორივე ბირკირკარა), როდერიკ ბრიფა,
ჯეიმს პეისი, კევინ სამუტი (ყველა ვალეტა), გარეთ სკიბერასი (მარსაქსლოკი), რაიან ფენეჩი (ჰამრუნი);

თავდამსხმელები - ენდრიუ კოენი (ჰიბერნიანსი), მიქაელ მიფსუდი (უკლუბოდ), ანდრე შემბრი (ფერენცვაროში, უნგრეთი).
კუნძულელები დღეს გამთენიისას ჩამოფრინდნენ თბილისში და "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდნენ. კუნძულელები საქართველოში პირველად დღეს ივარჯიშებენ. ჯონ ბუტიგეგი 19 საათზე წვრთნას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული