არჩილ არველაძე: არ მომეწონა, ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს

AutoSharing Option
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევში პირველ შეხვედრას გამართავს. როგორია განწყობა და მოლოდინი, რას ველით ჩვენი უპირველესი გუნდისგან - ამაზე ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს ვესაუბრეთ.

იხილეთ: მიხეილ ყაველაშვილი: ბელორუსთან რომც მოვიგოთ, რა პერსპექტივა გვაქვს?

არჩილ არველაძე:
- უიმედოდ არასდროს ვყოფილვარ, როცა ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი და არც მერე, თუმცა იმის დიდი იმედი არ მაქვს, რომ ესპანეთს მოვუგებთ.

ნაკრები კარგად ითამაშებს - ეს სავსებით რეალურია და ამის იმედიც მაქვს.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ბელორუსს მოვუგოთ. თუ ამას მოვახერხებთ, ამ ორ შეხვედრაში პროგრამა-მინიმუმი
შესრულებული იქნება.

- რაღაცის მოხერხებას ის სჭირდება, რომ გუნდს რაღაც სახე ჰქონდეს - აქვს ეს საქართველოს ამ ნაკრებს?
- ამ დროისთვის ჩვენს ნაკრებს განსაკუთრებული სტილი არ აქვს. სამწუხაროა, რომ სანახაობრივ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. უფრო მეორე ნომრად მოთამაშე გუნდად ჩამოვყალიბდით.

ნაკრების ახლანდელი სახე უფრო დაცვითი სტილით ხასიათდება.

- ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს, ამაზე რას იტყოდით?
- ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა. არ ვიცი, რა არის ამის რეალური მიზეზი. ვფიქრობ, ხიზანიშვილი იმსახურებდა ნაკრების კაპიტნობას.

არჩილ არველაძე: ხიზანიშვილი კაპიტნობას იმსახურებდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაპიტანი: არჩევანი მე
თემურ ქეცბაია: ამიერიდან ნაკრებს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს
შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაიტ რა მართლაა ხიზანიშვილს რაგაუქეტებია საკაბიტნოდ,რომ კოპოლიქო,და მერე თვითონ დაიწკო,თავის დაპასება აქეტ ნაკრებში თამაშის,მაიცათ რაააა ისიცცც დანდიში ვინ წაიკვნა?ნემსაზემ და მერე არველაზე აქცევდა კურადგებას რეინჯერში,და მამამისი ზურასი როგორც კველმ ვიცით ოთარი რომელიც დიდი კონტაკტები ქონდა მაშინდელ მერაბ ჯორდანიას პეხბურთის Pედერაციიასტან,ესე მოხდა ჩვენი ზურიკო მაშინაც ვითო არსენაში ჰკიდიდნენნ ვა გმეთოო რა პატრონი კავდააა........
gela
02:59 08-09-2012
0
ხიზანიშვილი კაპიტანი არასდროს უნდა ყოპილიყო და სწორად მოიკცა ეს კაცი მას ისეტი არაპერი გაუკეტებია კაპიტანი რო იყოს ისევ ახალგაზრდები უნდა აკაპიტნოს რო მოტივაცია გაეზარდოს ხიზანიშვილი ნაკრებში არ უნდა იძახებდნენ საქარტველოს ჩემპიონატის მცველები ჯობიან კიდე !!!!თურქეტშიც შოთას ხატრიტ წაიყვანა ალბატ ტუ არა არც ერტი გუნდი არ აიყვანდა
tato
01:42 08-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული