ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს აუცილებლად უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საკუთარი გუნდის მომავალ მატჩებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრას გამართავს.

იქამდე, 7 სექტემბერს, ესპანელები ამხანაგურად საუდის არაბეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"წელს 5 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. აქედან სამი ოფიციალურია. იმედი გვაქვს, საუდის არაბეთთანაც და საქართველოსთანაც გავიმარჯვებთ.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის სირთულეები თავიდან უნდა ავიცილოთ.

შემადგენლობა? ის ფეხბურთელები, რომლებსაც საქართველოს ნაკრებთან ვუპირებ თამაშს, აუცილებლად გამოჩნდებიან
საუდის არაბეთთან შეხვედრაში. თუმცა, შემადგენლობის მხრივ, ნებისმიერი ჩვენი ვარიანტი უძლიერესი იქნება.

ვილია? ის ძალიან კარგად გამოიყურება უმძიმესი ტრავმის შემდეგ. თუ იქნება შესაძლებლობა, მას რამდენიმე წუთით ვათამაშებთ"
, - თქვა დელ ბოსკემ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
უძლიერესი შემადგენლობა ხო დაგვიხეთქე გულები, ფუ შეგირცხვა კაცობა:/ რას გვერჩი
0
ამას კიდე ჩვენთან მოუნდა უძლიერესი შემადგენლობით თამაში, ცამოიყვანე სელტადნ და ლევანტედან 5-6 კაცი
dadu23
15:54 07-09-2012
0

სიახლეები პოპულარული