თემურ ქეცბაია: ახლა ბიჭები ესპანეთთან თამაშს მოუთმენლად ელიან

AutoSharing Option
7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელორუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

თემურ ქეცბაიამ ბელარუს კოლეგაზე გაცილებით დიდხანს ისაუბრა. პრესკონფერენცია მან ფეხბურთელებისათვის მადლობის გადახდით დაიწყო.

- დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძოლეს და მონდომება დაუფასდათ. დღეს ის თავდადება დავინახე, რასაც თითოეული ფეხბურთელისგან ვითხოვ.

საბედნიეროდ, დღეს საკუთარი შანსი გამოვიყენეთ და ახალი შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ.

მატჩი საკმაოდ რთული იყო.
საქმე ძლიერ მეტოქესთან გვქონდა, თუმცა სირთულეების გადალახვა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც შევძელით. იმედი მაქვს, ესპანეთთანაც ასე ვიბრძოლებთ.

ამ მატჩს ბიჭები მოუთმენლად ელიან, საინტერესო თამაში იქნება.

მეამაყება, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. მჯერა, რომ ამ გუნდით მთელი საქართველო იამაყებს. ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის ეროვნული ნაკრების წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთის განვითარებაშს ბიძგს მივცემთ.

ცუდია, რომ სანდრო კობახიძე გამოგვაკლდა. იგი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იმედია, ოქტომბრის მატჩებისთვის მაინც ჩადგება მწყობრში.

- ბოლო დროს საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმს პირველზე მაღალ დონეზე ატარებს ხოლმე...
- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც სირბილიც შეუძლიათ და გამძლეობაც აქვს.

მეორე ტაიმის პრობლემა სწორედ ამ ახალგაზრდული ენერგიით გამოვასწორეთ. დღეს სწორედ ამ კომპონენტით დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

- ლევან მჭედლიძის შეცვლა იმას ნიშნავდა, რომ 1:0-ის შენარჩუნება გსურდათ?
- დიახ, და შევინარჩუნეთ კიდეც.

- თორნიკე ოქრიაშვილი თავის კლუბში ბოლო დროს თავდამსხმელად თამაშობს. მის წინ წაწევას ხომ არ აპირებთ?
- ვნახოთ, შეტევაში რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და საჭირო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ქეცბაიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმის იმედი, რომ სამშაბათს სტადიონზე თითოეული გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების და არა ესპანეთის საქომაგოდ მივა.

ჩვენი ნაკრების თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გუნდი საშინაო ოფიციალურ მატჩებს მხოლოდ ეროვნულ სტადიონზე ატარებდეს.

მეამაყება, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს პირველ გამარჯვებას!!!
ნათლად გამოჩნდა ჩვენი ბიჭების თავდადება, თუმცა, სათანადო ფიზიკურ-ფუნქციონალური მომზადების გარეშე, მარტო თავდადებით, ვერანაირად ვერ გავალთ ფონს!!!
იომეთ ესპანეთთან!!!
კახაბერ
13:03 09-09-2012
0
ყოჩაღ ბიჭებო,ყოჩაღ... მაგრამ მაინც ნუ აძლევთ მეტოქის ფეხბურთელებს სივრცეებს!!! -- და კიდე, კალათბურთს ხო არ თამაშობთ?! ზონაზე დაცვის...ბურთის ართმევაზე მეტოქის მოედანზე უნდა ითამაშოთ და განსაკუთრებით ნახევარდაცვაში!!! ძალიან სწრაფად ჩამოდიოდნენ ჩვენს თითქმის მეკარის მოედანთან,ამას ცოტა მეტად ძლიერი გუნდები არ გვაპატიებენ!! ! თუმცა აქაც პროგრესი აშკარაა!!!
კიდე ,ძალიან ცოტა მოძრაობებია უბურთოთ,მეტი მოძრაობები და გახსნები!!!

კარგი იქნება ასეთი ტაქტიკაც ,პრესინგი მთელ მოედანზე ყოველ 20 წუთში 10 წუთით,რომ მოწინააღმდეგეს რაღაც ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოთ და შეცდომებსაც დაუშვებენ!!!

ქეცბაიამ მომავალი საკმაოდ კარგი ნახევრდაცვა მოძებნა...ძირითადათ...თარგამაძე,კობახიძე,ანანიძე,ოქრიაშვილი,დვალი,კანკავა...მათ შეუძლიათ ევროპაშიც მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშონ,მაგრამ ფიზიკურად არიან სუსტნი,და თუ მას გამოასწორენ,გაცილებით კარგ ევროპულ გუნდებში ითამაშებენ!!!
ნახევარდაცვაში მეტი აგრესიულები და ყველამ მეტად ბურთის ართმევებზე უნდა ითამაშონ,ესპანეთთან ძალიან მჭიდროდ თამაშია საჭირო (საერთოდასც) ,ფეხებში ,რო ბურთის ფლობის საშუალებაც ნაკლებად მივცეთ....ისინი ძალიან სწრაფები და ძლიერ ინდივიდუალისტები არიან...ამიტომ ჩვენ აგრესიული თამაში თავიდანვე უნდა შევთავაზოთ!!! და ბოლომდე,თორე...

კიდე მინდოდა ერთი გოლი,მაგრამ მაინც ყოჩაღ ბიჭებო!!!

თუ ადვლად მოუშვით სივრცეების დატოვებით...და ადვილად მოვიდნენ მეკარის მოედანზე,როგორც ეს რამდენიმე მომენტში გააკეთეთ ბელორუსთან...ესპანელები შეცდომას აქ არანაირად დაუშვებენ!!!

აბა, მუდამ ბურთის ართმევაზე მეტოქის მოედანზეც და ..წარმატებები!!! და თავისუფლად,ბოლომდე ითამაშეთ...კიდევ ერთხელ გაგვახარეთ ბიჭებო!!!

თემურ, მეტი აგრესიულები გახადე ბიჭები,იმაზე მეტად,ვიდრე შენ იყავი!!!..იქნებ ვინმე ახალგაზრდებიდან მონახო ასეთივე პროგრესირებადი თავდახსმელები და მცველებიც,როგორც ნახევარდაცვაში...

glaxuna
12:46 08-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული