!UFF...! - საქართველო-ესპანეთის მატჩის გამოხმაურება ესპანურ პრესაში

AutoSharing Option
კატალონიელთა დამოუკიდებლობის მარშს თუ არ ჩავთვლით, რომელიც გრანდიოზულ მიტინგში გადაიზარდა, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება ესპანური პრესის უმთავრესი თემა იყო.

ქვემოთ გაგაცნობთ ცნობილი გამოცემებიდან ("მარკა", AS, "სპორტი" და სხვა) ამოკრეფილ ფრაზებს, ასევე, ესპანელ ფეხბურთელთა მიერ სოციალურ მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს...

მარკა
"მეორე ნახევარში ქართველები ოდნავ გააქტიურდნენ. თარგამაძემ რამდენჯერმე სცადა ესპანელთა კარისკენ შეტევა, რაც ამ თამამი ვარცხნილობის მოთამაშემ სისწრაფისა და თავდადების ხარჯზე რამდენჯერმე მოახერხა.

ქართველებმა სასწაულის ირწმუნეს, განსაკუთრებით, 54-ე წუთზე, როდესაც ამისულაშვილმა ბურთი ძელს მოარტყა. ამ დროს მასპინძლებმა დაივიწყეს, რომ ბოლო ოთხი
წლის საუკეთესო ნაკრებს ეთამაშებოდნენ".

...ქეცბაია ისევე ცდილობდა ესპანეთთან დაპირისპირებას, როგორც "ბარსელონასთან" ამ კლუბის ყველაზე უხერხული მეტოქეები. ქართველებისთვის ფრე დიდებას ნიშნავდა და საამისოდ ყველაფერი იღონეს.

საუცხოოდ თამაშობდა ლორია - მან დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა.

ქეცბაიამ კედელი ჩააყენა. ეს დაახლოებით იგივე იყო, როგორც ითამაშეს "ბარსელონასთან" ყურბან ბერდიევის ყაზანის "რუბინმა" და მოურინიოსა და დი მატეოს "ჩელსიმ". თამაში ნერვების ზღვარზე მიმდინარეობდა. ესპანეთმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რადგან ქეცბაიამ მასპინძლები ყრუ დაცვაში დახია.

ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" სტილი სისწრაფისა და რიტმის რეგულირების ხარჯზე სწორედ ასეთი კედლების გარღვევას ემსახურება, მაგრამ ქართველების დაცვა და განსაკუთრებით მეკარე ლორია ძალიან კარგად თამაშობდნენ.

საბოლოოდ გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ შეხვედრამ დაგვაფიქრა, რომ ასეთი სტილის გუნდებთან შეხვედრისას ბევრი შესაცვლელი არის".

* * *
"საქართველომ დააყენა 9-კაციანი დაცვის ხაზი, რომელიც საჯარიმოს სიახლოვეს განლაგდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ვერ პოულობდა სივრცეს მეტოქის საჯარიმოში და უჭირდა საგოლე მომენტების შექმნა".

* * *
"ესპანეთის ნაკრებმა საქართველოსთან კურიოზული რეკორდით გაიმარჯვა. "ფურია როხა" ბურთს თამაშის 80% დროს ფლობდა, ეს კი ვისენტე დელ ბოსკეს ხელში ყველა დროის რეკორდია.

აქამდე რეკორდი კოსტა რიკასთან ამხანაგურ მატჩზე მოდიოდა - 79%. ის, რომ ნაკრები მეტოქეზე უკეთ ფლობს ბურთს, არახალია - ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა 64-ჯერ აჯობა მეტოქეებს ამ კატეგორიაში.

როცა ბურთი გაქვს, ცხადია, მეტოქეს შანსები ან არ ექნება, ან ძალიან ცოტა, თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ მოიგებ ან კარგად ითამაშებ. საამისოდ ნათელი მაგალითია ქართველებთან დაპირისპირება".

* * *
"ცუდ სიტუაციაში ვიყავი, მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე ფეხბურთელების ალყაში საოცრად მოუხერხებლად ვგრძნობდი თავს", - უთხრა "მარკას" რობერტო სოლდადომ".

* * *
"იკერ კასილიასს 636, წუთია გოლი არ გაუშვია და ახლა 79 წუთიღა აშორებს ესპანურ რეკორდთან, რომელიც ასევე მისი დამყარებულია".

* * *
"საქართველო თავს დიდებულად იცავდა".

* * *
"სერხიო ბუსკეტსს ცუდი მატჩი ჰქონდა თბილისში. ეს დელ ბოსკემ უმალ შეამჩნია და შეცვალა ბარსელონელი".

* * *
"თამაშის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო გიორგი ლორიას ტრავმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია".

Sportall.GeAS
"ფორტუნას ჯარისკაცი" (კიდევ ერთხელ გათამაშებულია სოლდადოს მნიშვნელობა ესპანურად)

* * *
"საქართველოს ნაკრებს არც კი დაუყენებია ეჭვქვეშ, ვინ იყო ამ შეხვედრაში ძლიერი გუნდი. ის გააფთრებით იცავდა თავს".

ლა ვანგვარდია
"ესპანეთმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა საქართველოს სუსტი ნაკრები, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მას. ყველაფერი სესკის დიდებული პასით რობერტო სოლდადოს გატანილმა გოლმა გადაწყვიტა".

* * *
"გამარჯვების მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონმა ვერ ითამაშა კარგად. განსაკუთრებით, გუნდი ეპიზოდის დასრულებისას სცოდავდა, თუმცა უნდა აღინიშნოს მეტოქე გუნდის გოლკიპერის დიდებული თამაშიც".

* * *
"დელ ბოსკეს ტვინის ხვეულების გავარჯიშება მოუწია იმისთვის, რომ გამარჯვების ალტერნატიული გზა მოენახა, როგორმე ჩაეხშო ქართველთა აგრესიული დაცვა".

* * *
"საქართველოს ნაკრების დაცვა დიდხანს გადაულახავ ბარიერად იყო აღმართული ესპანელთათვის. ლორია იყო საოცარი".

ABC
"ესპანეთის ნაკრების მოგება გაჭირვებით"

* * *
"პირველი ტაიმი უფრო მონოლოგს ჰგავდა, ესპანეთი გამუდმებით უტევდა, საქართველო კი თავს იცავდა".

რეპუბლიკა
"სოლდადომ ქართული კედელი დაანგრია" (სოლდადო ესპანურად "ჯარისკაცს" ნიშნავს)

"დიარიო ას"
"საქართველოს კარგმა დაცვამ და მეკარემ ესპანეთს ხასიათი გაუფუჭა. მათ მეტოქის მოედანზე ისე ვერ ისეირნეს, როგორც ბოლო ოთხი წელი შეეჩვივნენ.

მეორე ტაიმში ესპანეთი ამ ლაბირინთში კარისკენ გზის გაკვლევას კვლავ ცდილობდა, მაგრამ ამისულაშვილის დარტყმის შემდეგ ამ აუხსნელ შეხვედრაში კინაღამ აირია ისედაც არეული ვითარება, სადაც ესპანეთი დიდ ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მეტოქეს ვერაფერს უხერხებდა".

Sportall.Geსპორტი
"სოლდადომ იხსნა ესპანელთა ბრაზილიური მისია"

* * *

"ესპანეთის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა ულტრა-დაცვითი საქართველოს წინააღმდეგ. "ლა როხას" მეტოქის კარის დალაშქვრა ასე არასოდეს გასჭირვებია".

"ელ პაისი"
"მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს არც ცუდი მინდორი დახვდათ და არც სუსტი გუნდი, როგორც მატჩამდე ვარაუდობდნენ.

მეტოქე, რომელსაც 50 ათასი ანთებული მაყურებელი უჭერდა მხარს, ფსიქოლოგიურად საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

გარშემო ჯოჯოხეთური ხმაური იდგა. მასპინძელთა მცირედი წარმატებული გაბრძოლებაც ტრიბუნებზე ესპანელებზე დიდ გამარჯვებად აღიქმებოდა.

მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ბატონები გავხდით, მსგავს პრობლემას თითქმის ყველა მეტოქესთან ვაწყდებით".

ჟერარდ პიკე ტვიტერზე
"ახლა მივდივართ აეროპორტში. ძალიან მძიმე მოგება საქართველოსთან. უმნიშვნელოვანესი იყო ციკლის გამარჯვებით დაწყება. ქართველთა მხრიდან შთამბეჭდავი თამაში იყო".

ანდრეს ინიესტა ტვიტერზე
"ჩვენ დავიწყეთ 3 ქულით, ეს იყო ძნელი".

სესკ ფაბრეგასი ტვიტერზე
"ბრწყინვალე იყო ბრაზილია 2014-ის გამარჯვებით დაწყება. ახლა სახლში მიმეჩქარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა
რობერტო სოლდადო: ქართველებმა საკუთარ საჯარიმოსთან გაუვალი კედელი ააგეს
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
Normal 0

~marka”

~meore naxevarSi qarTvelebi odnav gaqtiurdnen. TargamaZem ramdenjerme scada espanelTa karisken Seteva, rac am Tamami varcxnilobis moTamaSem siswrafisa da Tavdadebis xarjze ramdenjerme moaxerxa.

qarTvelebma saswaulis irwmunes, gansakuTrebiT, 54-e wuTze, rodesac amisulaSvilma burTi Zels moartya. am dros maspinZlebma daiviwya, rom bolo oTxi wlis saukeTeso nakrebs eTamaSebodnen”.

... qecbaia iseve cdilobda espaneTTan dapirispirebas, rogorc ~barselonasTan” am klubis yvelaze uxerxuli metoqeebi. qarTvelebisTvis fre didebas niSnavda da saamisod yvelaferi iRones. saucxood TamaSobda loria - man dauviwyari matCi Caatara.

qecbaiam kedeli Caayena. es daaxloebiT igive iyo, rogorc iTamaSes ~barselonasTan” yurban berdievis yazanis ~rubinma” da mouriniosa da di mateos ~Celsim”. TamaSi nervebis zRvarze mimdinareobda. espaneTma teritoriuli upiratesoba moipova, radgan qecbaiam maspinZlebi yru dacvaSi daxia.

espaneTis nakrebisa da ~barselonas” stili siswrafisa da ritmis regulirebis xarjze swored aseTi kedlebis garRvevas emsaxureba. magram qarTvelebis dacva da gansakuTrebiT mekare loria Zalian kargad TamaSobdnen.

sabolood, gavimarjveT, magram am Sexvedram dagvafiqra, rom aseTi stilis gundebTan Sevxvedrisas bevri Sesacvleli aris”.

~diario as”

~saqarTvelos kargma dacvam da mekarem espaneTs xasiaTi gaufuWa. maT metoqis moedanze ise ver iseirnes, rogorc bolo oTxi weli SeeCvivnen.

meore taimSi espaneTi am labirinTSi karisken gzis gakvlevas kvlav cdilobda. magram amisulaSvilis dartymis Semdeg am auxsnel SexvedraSi kinaRam airia isedac areuli viTareba, sadac espaneTi did teritoriul upiratesobas ki flobda, magram metoqes verafers uxerxebda”.

"el paisi”

~msofliosa da evropis Cempionebs arc cudi mindori daxvdaT da arc susti gundi, rogorc matCamde varaudobdnen. metoqe, romelsac 50 aTasi anTebuli mayurebeli uWerda mxars, fsiqologiurad sakmaod mdgradi aRmoCnda. garSemo jojoxeTuri xmauri idga. maspinZelTa mciredi warmatebuli gabrZolebac tribunebze espanelebze did gamarjvebad aRiqmeboda. mas Semdeg, rac Cven msoflios batonebi gavxdiT, msgavs problemas TiTqmis yvela metoqesTan vawydebiT”

მკითხველის კომენტარები / 5 /
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქეცბამ ფილიგრანული სიზუსტით დაგეგმა ყველაფერი და ყველაზე სწორი და გამართლებული ტაქტიკა აირჩია. მე ვამაყობ ყველა თქვენგანით ასე გააგრძელეთ და შედეგიც არ დაახანეს.პირველ რიგში მენტალიტეტი იყო ნაკრებში გამოსასწორებელი და ეს ამ თამაშის მიხედვით შეძლო ქეცბამ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს მე მჯერა.
dadu
12:38 13-09-2012
0
ესპანეთთან ასეთი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრებისგან უკვე ყველა მოგებას დაელოდება. საფრანგეთიც კი აღარ იქნება გადაულახავი ბარიერი, ფეხბურთელები თუ ასე მოინდომებენ და გულშემატკივრის მხარდაჭერაც იქნება
M.K.
13:44 13-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული