შოთა არველაძე: თუ ბურთს შევინარჩუნებთ, თამაშიც გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია 2014-ის შესარჩევში პირველი ორი მატჩი ითამაშა და სამი ქულა მოიპოვა. ბელორუსს 1:0 მოუგო, ესპანეთთან კი ასეთივე ანგარიშით წააგო.

ამ შეხვედრებმა არაერთი რამ დაგვანახეს და სპეციალისტებს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა. რესპონდენტები სხვადასხვა თაობიდან ავირჩიეთ.

მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს დისკუსია საქართველოს ეროვნულ გუნდზე...

შოთა არველაძე:
- ბელორუსთან ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ ორგანიზებულად ითამაშა დაცვაშიც და შეტევაშიც. ვფიქრობ, სტანდარტული სიტუაციების უკეთ გამოყენება შეგვიძლია.

შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ყოველთვის ძნელია, შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ესპანეთთან შეხვედრას,
ალბათ, არავისთვის იყო მოულოდნელი მატჩის ასეთი სცენარი.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრებში გამართლების ფაქტორი საქართველოს ნაკრებისთვის?
- არა მგონია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრებში გაუმართლა - ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ ინდივიდუალიზმიც ბევრს ნიშნავს. ოქრიაშვილის გოლი ამის საუკეთესო მაგალითია. დაცვამ და მეკარემ კარგად რომ ითამაშეს, ეს გამართლება არ არის.

- როგორ ატყობთ, რა არის საქართველოს ამ ნაკრების სახე?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ძნელი იქნება... გოლი არ გავუშვათ და წინ, დროდადრო, რაც შეიძლება მეტი მოვახერხოთ - ალბათ ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

- შოთა არველაძეს როგორ ესმის დაცვითი ფეხბურთი? ცხრა კაცი საკუთარ საჯარიმოში რომ დგას, ეს არის დაცვითი ფეხბურთი?
- დაცვითი ფეხბურთი არ არის საჯარიმო მოედანთან დგომა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანეთის ნაკრები ყველასგან განსახვავებული გუნდია. უკან კომპაქტურად დგომა და თავის დაცვა - მიმაჩნია, რომ ეს არის დაცვითი ფეხბურთი.

- იმ თამაშით, რასაც საქართველოს ეს ნაკრები აჩვენებს, შესაძლებელია მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგის მიღწევა?
- გასაგები მიზეზების გამო ამ საკითხის განსახილველად ესპანეთთან მატჩი არ გამოდგება.

თუ გადავხედავთ ბელორუსთან მატჩს, შესაძლებელია, რომ ბევრი რამ გამოსწორდეს. მაგალითად, თუ თავდამსხმელი ბურთს უფრო მეტად შეინარჩუნებს, თუ იგივეს მოახერხებენ შემტევი ნახევარმცველები კობახიძე (რომელმაც ვერ ითამაშა ბელორუსთან) და ანანიძე, თამაში აუცილებლად გვექნება.

საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველებს ნამდვილად აქვთ იმის ნიჭი, რომ ბურთი უფრო დიდი ხნით ჰქონდეთ.

- გეგულებათ ისეთი ფეხბურთელები, ახლა რომ არ თამაშობენ ნაკრებში, მაგრამ სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ეროვნული გუნდისთვის?
- ალბათ, კიდევ არცთუ ცოტა ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და ჯერ მზად არ არიან ეროვნული ნაკრებისთვის. ყენია, ჭანტურია, ყაზაიშვილი...

საქართველოს ნაკრებში ნიჭიერი ფეხბურთელები კიდევ გამოჩნდებიან, ეს აუცილებლად მოხდება.

- ბელორუსთან და ესპანეთთან ყველაზე უფრო რომელი ფეხბურთელი მოგეწონათ ჩვენი ნაკრებიდან?
- არავის გამორჩევა არ მსურს, ორივე შეხვედრაში გუნდური თამაში იყო საუკეთესო.

- გიორგი ლორიას "ქაისერისფორში" გადასვლა საბოლოოდ გამოირიცხა?
- ლორია მართლაც საუკეთესო იყო...

- "ქაისერისფორში" რა ხდება, სეზონის ცუდი სტარტი რისი ბრალი უნდა იყოს?
- სეზონი ცუდად კი დავიწყეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთარ გაბელია: გიორგი ლორია უცხოურ კლუბში უნდა წავიდეს
გურამ კაშია: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ
თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

დავით თარგამაძე: ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა

თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოოოოოოოოოო, როგორ გვჭირდება შოთის მსგავსი თავდამსხმელიიიიიიიიიი
zako
11:27 14-09-2012
0
ოჰ როგორ გვაკლიხარ შოთი ნაკრებში.ფეხბურთი სულით ხორცამდე თქვემა თაობამ და იმ უნიჭიერესმა ნაკრებმა შემაყვარა სადაც შენ,აჩი,ქინქი, ქეცბა, ჯამარაული, ცხადაძე, ყაველაშვილი თამაშობდით ეს საუკეთესო ნაკრები იყო ქართულ რეალობაში.
dadu
12:45 13-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული