გიორგი ლორია სულ მცირე, თვენახევარი ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია სულ მცირე, თვენახევრის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრესატაშემ, გიგა გვენცაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ლორია მსუბუქ ვარჯიშს ერთი თვის შემდეგ დაიწყებს, თუმცა რა დრო დასჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის, კლუბის ექიმები ზუსტ ვარაუდს ვერ გამოთქვამენ. სავარაუდო ვადად თვენახევარი ან ორი თვე სახელდება.

ამასთან, როგორც "დინამოს" წარმომადგენელმა აღნიშნა, არსებობდა ვარაუდი, რომ ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა. საუბარი იყო ოპერაციაზეც, თუმცა ოპერაცია საჭირო აღარ გახდა.

გიორგი ლორიამ ტრავმა საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში ესპანელების
ერთ-ერთი შეტევის დროს, ზურაბ ხიზანიშვილთან შეჯახების შემდეგ მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ნათამაშები დროის განმავლობაში ლორიამ თავისი კარი გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა და გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგით მეორე მატჩი 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ესპანელებთან "დინამო არენაზე" მინიმალური სხვაობით, 0:1 დათმო.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად, ფინეთის ნაკრებთან გამართავს; 16 ოქტომბერს კი ისევ სტუმრად - ბელორუსთან.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამოს" გეგმებში გიორგი ლორიას გაყიდვა არ შედის
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგის მალე გამოჯამრთელდი ნაკრებს დადინამოს ჭირდები
dato-dato
19:51 14-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული