7 სექტემბერს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, "დინამო არენაზე" ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, გამარჯვების მომტანი გოლი, სწორედ ახალგაზრდა ნახევარმცველმა გაიტანა. მეტოქის კარში მატჩის ერთადერთი ეფექტური გოლი 52-ე წუთზე გავიდა.
ამას გარდა, ოქრიაშვილის გატანილი ბურთი, გასული კვირის საუკეთესო გოლად უეფამ აღიარა.
გთავაზობთ პორტალ TVGOLO-ს მიხედვით გასული კვირის ათ საუკეთესო გოლს (იხილეთ ვიდეო). ამასთან, საუკეთესო გოლისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია აღნიშნულ საიტზე.