თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ლევან ყენია დააბრუნა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსანთა" ის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 12 და 16 ოქტომბერს ფინეთთან და ბელორუსთან თამაშებისთვის მოემზადება.

ეროვნული გუნდი 8 ოქტომბრიდან ფინეთში შეიკრიბება და თამაშამდე დარჩენილ დღეებში ადგილზე მოემზადება.

გულშემატკივარი უკვე ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ მომავალ ორ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება გიორგი ლორია, რომელიც 11 სექტემბერს ესპანეთთან მიღებულ ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს.

შემადგენლობაში ერთი სიახლეა - ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში პირველად უხმო გორის "დილას" მცველს - გულვერდ თომაშვილს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებებში ჰქონდა ნათამაშები.

მეკარეები:
ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), ომარ მიგინეიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი", რუმინეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), გულვერდ თომაშვილი ("დილა", გორი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი" ლვოვი, უკრაინა), დათო კვირკველია ("დილა", გორი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), ლევან ყენია ("კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული ("დილა", გორი), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ირაკლი სირბილაძე ("ინტერ ტურკუ", ფინეთი)

gff.ge

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაიასგან ამას არ ველოდი

რა უთხრა თემურ ქეცბაიამ ლევან ყენიას მსურველ კლუბს
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატოარიზახებს დვალის ეს გადარეული კაციიი მე ვიყო უნამუსოოო მჭედლიზეს და სირბილაზეს ერტად ახებულს ჯობიააა დამიჯერედ
gavash
11:05 06-10-2012
0
მთელ საქართველოს დვალი უნდა ნაკრებში ქეცბაიას გარდაა
dato
02:23 05-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული