საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავი წინსვლა ფიფას რეიტინგში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგში დიდი პროგრესი განიცადა. თემურ ქეცბაიას შეგირდებმა 86-ე ადგილიდან 65-ეზე გადაინაცვლეს.

ოქტომბრის რეიტინგში გათვალისწინებულია იმ მატჩების შედეგები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში თბილისში ბელორუსისა (1:0) და ესპანეთის (0:1) ნაკრებებთან გამართა.

ცვლილებებია ფიფას რეიტინგის ათეულში. აღსანიშნავია ბრაზილიის ნაკრების მე-14 ადგილამდე ჩამოქვეითება. ათეულში დამკვიდრდა კოლუმბიის ნაკრები. სამხრეთამერიკელებმა 13 ადგილით წინ წაიწიეს და მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

რეიტინგს კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელიც 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

რაც შეეხება ჩვენი ეროვნული
გუნდის სხვა მეტოქეებს, საფრანგეთის ნაკრები რეიტინგში მე-13-ეა, ბელორუსი 87-ე, ფინეთი კი 96-ე.

აღსანიშნავია, რომ ფიფას ოქტომბრის რეიტინგში საქართველოზე ერთი საფეხურით წინ - 64-ე ადგილზეა მეზობელი სომხეთის ეროვნული გუნდი.

1 (1). ესპანეთი - 1611
2 (2). გერმანია - 1459
3 (4). პორტუგალია - 1259
4 (7). არგენტინა - 1208
5 (3). ინგლისი - 1196
6 (8). ჰოლანდია - 1141
7 (5). ურუგვაი - 1140
8 (6). იტალია - 1106
9 (22). კოლუმბია - 1102
10 (11). საბერძნეთი - 1029
...13 (15). საფრანგეთი - 1011
...65 (86). საქართველო - 501
...87 (76). ბელარუსი - 410
...88 (96). ფინეთი - 407


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული გუნდი სტუმრად 12 ოქტომბერს ფინეთში, ოთხი დღის შემდეგ კი ბელორუსში გამართავს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ლევან ყენია დააბრუნა
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ, ესპანეთთან რომ გაგვეძლო კიდე 5 წუთი... ვინ იცის, კიდევ რამდენი საფეხურით ვიქნებოდით მაღლა!... მაგრამ არაუშავს, ესეც კარგია.
Tornike
18:07 03-10-2012
0

სიახლეები პოპულარული