12 ოქტომბერს ჩვენი ნაკრები ფინეთს ხვდება, ხოლო 16 ოქტომბერს "ჯვაროსნები" ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩს თემურ ქეცბაიას გუნდი სტუმრად ჩაატარებს.
როგორც იცით, ეროვნულ გუნდში ქეცბაიამ გორის "დილადან" სამი ფეხბურთელი გამოიძახა: დავით კვირკველია, სანდრო გურული და გულვერდ თომაშვილი.
თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო კვირკველია ნაკრებს ვერ დაეხმარება და მის ნაცვლად მწვრთნელმა რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე გამოიძახა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული გულვერდ
"მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ თემურ ქეცბაიას, რომელმაც მომცა შანსი ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში თავის გამოჩენისა. ყველა ფეხბურთელის მიზანია, რომ ქვეყნის პირველ გუნდში გამოიჩინოს თავი.
მე პირველად ვარ გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში და თუ მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო, - თქვა თომაშვილმა.
მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით