შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფში მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს, ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი მინსკში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის დახმარებით, 10 ოქტომბერს ფინეთში საქართველოს ნაკრების მცველ აკაკი ხუბუტიას შევეხმიანეთ და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- როგორი განწყობაა საქართველოს ნაკრებში?
- ყველანი საბრძოლო და ოპტიმისტურ ხასიათზე ვართ. კარგია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ვისაც მოედანზე გასვლა მოუწევს,
შევეცდებით, ამ ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ძალები გადავანაწილოთ და ორივეგან წარმატებას მივაღწიოთ.
- ფინეთის ნაკრებთან დადებით შედეგად მხოლოდ გამარჯვებას მიიჩნევ?
- თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ, მოგება აუცილებელია. თუმცა ეს საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს.
- მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- თეორიული მეცადინეობა წინ გვაქვს და ალბათ, სამწვრთნელო შტაბი ფინეთის ნაკრებზე საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის. შევეცდებით, მეტოქის სისუსტეები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
- ფინეთში საქართველოს ნაკრების სტუმრობამ მედიისა და გულშემატკივრების ინტერესი თუ გამოიწვია?
- ვერ ვიტყვი, რომ ისეთი აჟიოტაჟია, როგორიც თბილისშია ხოლმე, თუმცა აქაურ პრესასა და ტელევიზიაში მოახლოებული მატჩი აქტიურად შუქდება და მცირე რაოდენობის მაყურებელი საქართველოს ნაკრების ვარჯიშსაც ესწრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის უდანაკარგოდ ემზადება
ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ
გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!