- ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ 90 წუთის განმავლობაში შევძელით კარის "მშრალად" შენახვა, ახლოსაც ვიყავით სასურველ ფრესთან, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში საქართველომ გაგვიტანა და დავმარცხდით. მეტოქეს მოგებას ვულოცავ. ბურთის გატანა ჩვენც შეგვეძლო, ძალიან კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ... ის შანსი ვერ გამოვიყენეთ, არადა, იმ ეპიზოდში გოლი რომ გაგვეტანა, მოვლენები ალბათ სხვა სცენარით განვითარდებოდა.
თემურ ქეცბაია (საქართველო):
- ყველას
- 17 ნოემბერს ექნება ნაკრებს ამხანაგური შეხვედრა?
- სლოვენიაში თამაში თითქმის გადაწყვეტილია. ამ მატჩისთვის ძირითადად იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებთ, რომლებზეც დაკვირვება გვსურს. ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ვნახავთ... სწორედ ასეთი ფეხბურთელების საქმეში ნახვისთვის არის ეს ამხანაგური მატჩები. გარდა ამისა, ზამთრისთვის კვიპროსის ტურნირზე თამაშიც გვინდა და იქიდან პასუხს ველით.
- მოედნის საფარზე რას იტყოდით?
- ბალახი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე სექტემბერში, მაგრამ ნიადაგი ცუდია. იმედია მოხერხდება და გამოიცვლება.
- 12 ოქტომბერს ნაკრები ლატვიაში ითამაშებს. ამ მატჩზე რას გვეტყვით?
- რთული თამაში გველის. ლატვიელებს ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ და "სტანდარტულებზე" არიან აქცენტირებული. მონდომება და სწორად თამაში გვმართებს...