თემურ ქეცბაია: მოვინდომეთ და დაგვიფასდა

AutoSharing Option
ჯონ ბუტიგეგი (მალტა):
- ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ 90 წუთის განმავლობაში შევძელით კარის "მშრალად" შენახვა, ახლოსაც ვიყავით სასურველ ფრესთან, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში საქართველომ გაგვიტანა და დავმარცხდით. მეტოქეს მოგებას ვულოცავ. ბურთის გატანა ჩვენც შეგვეძლო, ძალიან კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ... ის შანსი ვერ გამოვიყენეთ, არადა, იმ ეპიზოდში გოლი რომ გაგვეტანა, მოვლენები ალბათ სხვა სცენარით განვითარდებოდა.

თემურ ქეცბაია (საქართველო):
- ყველას
ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ციკლში სამი წელი არ მოეგო და ეს გამარჯვება ამითიც მნიშვნელოვანი იყო. ეს 3 ქულა მომდევნო მატჩებში ფსიქოლოგიურადაც წაადგება ჩვენს გუნდს. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა იყო პოზიტივიც. კარგია რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, რაც დაფასდა კიდეც. მალტასთან ფავორიტები კი ვიყვით, მაგრამ... პირველ ტაიმში მოვიკოჭლებდით, მერე გამოვასწორეთ თამაში და გოლიც გავიტანეთ. ტრავმის გამო ფეხბურთელები გვაკლდა. სამწუხაროდ ყენია ისევ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ მომჯობინდება. გავიგე, კანკავა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მალე დაუბრუნდება მოედანს... სხვა მოთამაშეებიც დაგვემატებიან და ნაკრები უკეთ ითამაშებს... ერთსაც ვიტყვი - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. წვიმასა და ცუდ ამინდში ხალხი ბოლომდე ერთგულად გვქომაგობდა. გულშემატკივარი დღეს შედეგით გავახარეთ. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, თამაშის ხარისხი უნდა დავხვეწოთ.

- 17 ნოემბერს ექნება ნაკრებს ამხანაგური შეხვედრა?
- სლოვენიაში თამაში თითქმის გადაწყვეტილია. ამ მატჩისთვის ძირითადად იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებთ, რომლებზეც დაკვირვება გვსურს. ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ვნახავთ... სწორედ ასეთი ფეხბურთელების საქმეში ნახვისთვის არის ეს ამხანაგური მატჩები. გარდა ამისა, ზამთრისთვის კვიპროსის ტურნირზე თამაშიც გვინდა და იქიდან პასუხს ველით.

- მოედნის საფარზე რას იტყოდით?
- ბალახი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე სექტემბერში, მაგრამ ნიადაგი ცუდია. იმედია მოხერხდება და გამოიცვლება.

- 12 ოქტომბერს ნაკრები ლატვიაში ითამაშებს. ამ მატჩზე რას გვეტყვით?
- რთული თამაში გველის. ლატვიელებს ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ და "სტანდარტულებზე" არიან აქცენტირებული. მონდომება და სწორად თამაში გვმართებს...



მკითხველის კომენტარები / 4 /
გულშემატკივარს მივმართავ - შენზე არანაკლება ვიცით, რომ მალტა სუსტია და რომ უფრო დიდი ნაგარიშით უნდა მოვიგოთ, მაგრამ შეგვარგე რა სამი წლის შემდეგ გამარჯვება! მოგება ნაღდად არ მეწყინება, მით უფრო, როდესაც იგივე მალტასთან არც ისე დიდი ხნის წინ 0:2 წავაგეთ. იმ მალტაში ერთ სტადიონზე 12 მოედანია, ჩვენ ერთი ხეირიანი საფარი არ გავქვს, ეროვნულზე ნახეთ, ერთი, რა საშინელ დღეშია. ასეთ მოედანზე შემტევი გუნდი სრწაფ და ლამაზ ფეხბურთს, მით უფრო წვიმიან ამინდში ვერაფრის დიდებით ვერ აჩვენებს. კითხეთ ერთი ფეხბურთელებს, ჭაობში ფეხები რომ ეფლობოდათ, როგორ ირბენდნენ?
Japaneze
20:37 09-10-2010
0
ხალხოოო ეს გუნდი მალტა მალტააააააააა იყო და ამ გუნდთან 1 : 0 91 წუტზე დამაკმაყოპილებელი შედეგია იმ ამბიციებისტვის რაც ჩვე გვაქვს??:D:D:D სასაცილოა და მეტო არაფერიიი....და ცუდი ტამაშიი ან ცუდ სტადიონს ბრალდება ან ტრამვირებულ ფეხბურტელებსს??:D:D:D:D მინცც მივულოცოტ ყველას ტამაშის მიუხედავად...
gulshematkivari
14:12 09-10-2010
0

სიახლეები პოპულარული