გია გურული: რეალობაა ის, რომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებზე აზრის გამოთქმა სპეციალისტსაც ვთხოვეთ. ჩვენი რესპონდენტი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გია გურული გახლავთ.

- საუბარი ბელორუსთან მატჩით დავიწყოთ...
- სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ რაც ჩვენებმა ითამაშეს და რაც ბელორუსის ფეხბურთელებმა, ერთმანეთს ვერ შევადარებთ. ბელორუსში ჩვენს ნაკრებს თამაში არ გამოუვიდა.

- პოზიტიურს ვერაფერს ხედავთ ამ ნაკრებში? როგორ ფიქრობთ, ბოლო ორმა მატჩმა კარგი ვერაფერი გვაჩვენა?
- ნაკრებში ჩემი შვილი თამაშობს, თემურ ქეცბაია ჩემი მეგობარია, მაგრამ გულშემატკივრის პოზიციიდან გულახდილ საუბარს არ ვერიდები.

წარუმატებლობის შემდეგ კრიტიკა ძალიან
ადვილია... რაც შეეხება პოზიტივს, ვფიქრობ, მესამე ადგილზე გასვლა და რამდენიმე გუნდის ჩამოტოვება საქართველოს ამ ნაკრებს შეუძლია.

- თავდამსხმელი იყავით და ძალიან კარგად გესმით ამ პოზიციის მნიშვნელობა. საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან და ბელორუსთან დროის არცთუ მცირე მონაკვეთი, ფაქტობრივად, უთავდამსხმელოდ ითამაშა...
- ყველა მწვრთნელს საკუთარი სტრატეგია აქვს, წაგებული მატჩის მერე იოლია რაღაც-რაღაცეებზე ლაპარაკი.

ფინეთთან რომ მოგვეგო ამ ტაქტიკით და ბელორუსიდან ქულა წამოგვეღო, მერე ვინმეს გაახსენდებოდა ის, თავდამსხმელით ვითამაშეთ თუ არა?! რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ...

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს - ეს არის რეალობა. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- ზოგადად, ნომინალური თავდამსხმელის გარეშე თამაშზე რა აზრის ხართ?
- ასეთ დროს კონტრშეტევაზე რომ გამოიჭირო მეტოქე და მოიგო, არ შეიძლება?!

- ასე ყოველთვის ვერ მოიგებს გუნდი. თქვენ რომ იყოთ ნაკრების მწვრთნელი, რა სტრატეგიას აირჩევდით?
- იდეაში, ყოველთვის იმას ვცდილობ, რომ შევუტიო. კი ბატონო, შეტევა კარგია, მაგრამ როცა სტუმრად თამაშობ, განსაკუთრებული სიფრთხილეც მოგეთხოვება. როცა შემტევ ტაქტიკას ირჩევ, სათანადო შემსრულებლებიც უნდა გყავდეს...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებმა ფინეთიდან ბელორუსში პრობლემურად იმგზავრა და ფეხბურთელებს ძალების აღდგენის მხრივ პრობლემები შეექმნათო...
- ასეთი რამ მეც გავიგე გულშემატკივრებისგან. ჩემს შვილთან, სანდროსთან ამაზე არც კი მისაუბრია.

ფინეთიდან ნაკრები ვილნიუსში ჩაფრინდა, იქიდან კი ბელორუსამდე ავტობუსით იმგზავრა. საზღვარზე შეფერხებაც მომხდარა... რა თქმა უნდა, ძნელია, როცა ფეხბურთელი ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ ფეხბურთში ასეთებიც ხდება ხოლმე... ბელორუსს, ჯანის გარდა, მეტი მოტივაციაც ეტყობოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული