ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

უმაღლესი ლიგა: გორის "დილამ" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
20 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მე-10 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამო" მარტვილის მერანს ესტუმრა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. დინამოელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მე-18 წუთზე სტუმრები ჩისკომ დაააწინაურა.

33-ე წუთზე კი დინამოელთა უპირატესობა ორამდე ალვარომ გაზარდა, ხოლო 35-ე წუთზე თავი უკვე ჯაბა დვალმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 37-ე წუთზე ალვარომ დუბლის გაფორმება შეძლო. დინამოელება დროის ამ მცირე მონაკვეთში სამი გოლის გატანა შეძლეს! (იხილეთ ვიდეო)

რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლნისის "სიონის" მატჩის ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ მე-7 წუთზე გაიტანა და რუსთაველები
დააწინაურა. ამ გამარჯვეით "მეტალურგმა", როგორც იქნა წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

ფოთის "კოლხეთმა" გორის "დილასთან" ანგარიშით 3:0 წააგო. აღსანიშნავია, რომ გორელთა მთავარ მწვრთნელს უკვე ზედიზედ მე-6 გამარჯვება აქვს ეროვნულ ჩემპიონატში. 59-ე წუთზე მასპინძლებს გოლი გოგიტა გოგუამ გაუტანა. 64-ე წუთზე კი ირაკლი კლიმიაშვილი გამოირჩა. შეხვედრაში ბოლო ბურთის გატანა კი 71-ე წუთზე გულვერდ თომაშვილმა შეძლო.

საკუთარ კედლებში დამარცხდა ასევე ბათუმის "დინამო", რომელიც "ვიტ ჯორჯიას" სტუმრობდა. 65-ე წუთზე ერთადერთო გოლი ლაშა გაბრიჩიძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ტორპედო-ჩიხურა და ზესტაფონი-ზუგდიდი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
დუჰაშ უჰრინი: აქცენტს სწრაფ გოლზე ვაკეთებდით, რამაც გაამართლა
მიკელ ალვარო: პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა შეტევა გოლით დავასრულეთ